0 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"ქართული ოცნების" არაადეკვურობის და მავნებლობის ლოგიკური შედეგი - ბადრი ჯაფარიძე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება. კანონპროექტში შესული შესწორება საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს. “საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის ლოგიკური შედეგია, რომ დღეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი გაყინა. “ქართული ოცნების” არაადეკვატურმა და მიზანმიმართულმა მავნებლურმა მოქმედებებმა ქვეყნიდან გააძევა ინვესტორები და მოახდინა ინვესტიციების ექპროპრიაცია. სამწუხაროდ, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ჩვენ მივიღეთ სანქციები კონგრესის წარმომედგენლობითი პალატის მხრიდან. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის და მავნე ჯაჭვური ქმედებების შედეგი,” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს და მის დემოკრატიულობას, “ლელოს” ლიდერი დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლების დაპირების არ სჯერა, რადგან ისინი დაპირებებს არ ასრულებენ. “დღევანდელი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იქნება განსაკუთრებულად დემოკრატიული არჩევნები, რა თქმა უნდა, კარგია, უბრალოდ ჩვენ ამ ხელისუფლების დაპირების არ გვჯერა, ეს ხელისუფლება, როგორც წესი დაპირებას არ ასრულებს. ერთადერთი გამოსავალია, ოქტომბერში ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გადაუდებლად აღვადგინოთ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. საქართველო უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და დავუბრუნოთ განვითარების პერსპექტივა, სადაც ინვესტორები მზად იქნებიან, განახორციელონ დიდი ინვესტიციები,” - აცხადებს ჯაფარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები