0 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის მიზნით ინვესტიცია განხორციელა. 

საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ,  ქინძმარაულის მიკრო ზონაში მდებარეობს. კომპანია ევროპული სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. კომპანია „ყვარლის სარდაფმა“  2007 წლიდან დღემდე შეძლო მსოფლიო ბაზარზე  დამკვიდრებულიყო,  როგორც ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური ღვინის მწარმოებელი კომპანია. კომპანიის წარმოებული ღვინოები იყიდება ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა გაყიდვების დივერსიფიკაცია. კომპანია  აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღვინოების დამატებით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში რეალიზაციასთან დაკავშირებით. 

ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე  გაიარა განვითარების გრძელი და რთული გზა.  ღვინის მაღალი ხარისხის, სტაბილურობისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამო ორგანიზაციამ მოიპოვა დიდი ნდობა მომხმარებლებს შორის, გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ღვინოს დაემატა კონიაკისა და არყის წარმოება  და 100 000 ბოთლის ნაცვლად დღეს უკვე გაყიდვებმა  4-დან 5-მილიონ ბოთლამდე შეადგინა. 

პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და გაშენებას 20 ჰექტარზე, დამატებით  ხდება ჭაბურღილის მომზადება იტალიური წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად და  გვალვისგან დასაცავად. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება ტექნიკის შესყიდვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 500 000 ლარია. ვენახის გაშენების პროცესში და შემდგომ აგროტექნიკურ მოვლით სამუშაოებში   სხვადასხვა ეტაპზე ჯამში 100 ადამიანზე მეტი დასაქმდება. კომპანია მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში პოპულარიზაციას გეგმავს. 

 „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია.  ამიტომ, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ სექტორს და წავახალისოთ ის. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება მოხმარდა ვენახის ავტომატიზირებულ, თანამედროვე სისტემებით    აღჭურვას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „ყვარლის სარდაფის“ პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვის ზრდას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:07

    Express დაზღვევა- ითამაშე დაზღვეულმა მხოლოდ „აჭარა...

    Express დაზღვევა არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფსონი წაგებისგან! Express დაზღვევა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თქვენი ფსონის 300%-მდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობთ ბილეთში მხოლოდ ...

  • 16:21

    SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რე...

    14 აგვისტო, 2020 − SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.    SME Banking Club-ი არის სა...

  • 16:01

    Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბან...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბ...

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...