1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო

თიბისის პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება დღეიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თიბისი უზბეკეთში ე.წ. ‘’Friends and Family” რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება. თიბისის პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება.

თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული. "უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც თიბისის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის, ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებაში და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პროექტის წარმატებით განხორციელება. 2020 წლის აპრილიდან საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, დავაკმაყოფილეთ ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი მოთხოვნა და მზად ვართ, გადავიდეთ დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზე, ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების შეთავაზებას კი აგვისტოში ვგეგმავთ“, - სანდრო რთველაძე, უზბეკეთში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი: წელს თიბისი უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს შესთავაზებს: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები; ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები; ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები);

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:49

    საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა...

    საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი გახდა. UN Gl...

  • 10:34

    სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკ...

    PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის. SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი...

  • 15:40

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორია...

    საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა დ...

  • 11:16

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი ...

    საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენ...

  • 18:27

    თეგეტა მოტორსის ვაკის ფილიალის სამუშაო საათები გაი...

    იმისათვის, რომ ავტომობილი კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად გამართოთ, თეგეტას ვაკის ფილიალი გაზრდილი სამუშაო საათებით მოგემსახურებათ. თქვენი ავტომობილისთვის საჭირო სწრაფი სერვისების მიღება ორშაბათიდ...

  • 16:12

    ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, „კუმ დეო - მედიკოსები ...

    ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა. ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფა...

  • 12:51

    აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი ...

    თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკშიუკვე შესაძლებელიაგანახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხე...