„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
„ვისოლი“ მცხეთის რაიონ სოფელ საგურამოში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურს ხსნის და ქვეყანაში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმას სთავაზობს. საგურამოს კომპლექსი, უკვე მესამე ობიექტია ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს „სმარტის“ სუპერმარკეტებში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული ელით, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი კი Smart Pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე „უნიქარდით“ ქსელთან შედარებით საწვავის 15-20 თეთრი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა იქნება, რაც დამატებითი მოტივაციაა „ვისოლის“ ერთგული მომხმარებლისთვის.
„მოხარული ვართ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის Smart Pay ავტოგასამართი სადგურები „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, „უნიქარდით“ 15-20 თეთრიანი შეღავათი საწვავის ფასზე მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მგზავრებისათვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა, „სმარტის“ საგურამოს სუპერმარკეტში 10-მდე ადამიანი დასაქმდა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს. „ვისოლი“ საქართველოში „ეკოს“ ბერძნული საწვავის ექსკლუზიური იმპორტიორია.
R
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები