0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან, ექსპორტის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი დოლარის ფინანსირების შესაძლებლობა მოიპოვა

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA), ექსპორტის საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში (GSM 102), საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისთვის 30 მილიონი დოლარის ლიმიტი გამოყო. თიბისი პროგრამის ერთადერთი მონაწილე ბანკია საქართველოდან. 

„არსებულ რეალობაში, რომელიც ბიზნესსექტორისთვის გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჭრობის ფინანსირების მიმართულების განვითარება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან ექსპორტის პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაჭრობის ფინანსირების ლიმიტი, ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ და ხელსაყრელ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ქვეყანაში როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

2020 წლის დასაწყისში თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. ასევე, წელს თიბისიმ ვაჭრობის ფინანსირებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები