1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბესიკ ხარანაული - აქ.ახლა

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 29 მაისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მწერლისა და პოეტის - ბესიკ ხარანაულის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის ფორმატში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი - ტორესა მოსი იქნება. 

ბესიკ ხარანაული სხვადასხვა თემასთან ერთად, საკუთარ შემოქმედებაზეც ისაუბრებს და მათ შორის, სულ ახლახანს, სოციალური დისტანცირებისა და შიდაიზოლაციის დროს შექმნილ ლექსზე - „აქ.ახლა“; ასევე აქ და ახლას, როგორც დროისა და სივრცის მოცემულობაზე. 

ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გამოჩენილი, ამ ლექსის ინსპირაციით შექმნილი ვიდეორგოლი, თიბისის ახალი კამპანიის - აქ.ახლა ნაწილია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები