2 2 : 0 0
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსი ქართველი ექიმებისთვის

თეგეტა მოტორსი აგრძელებს კამპანიას  #თეგეტაექიმებთანერთად, რომლის ფარგლებშიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმებს, უსასყიდლოდ გადასცა 500 ცალი სამედიცინო დანიშნულების სპეციალური კომბინიზონი და სამ შრიანი პირბადეები.

#თეგეტაექიმებთანერთად სწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია - ასე აფასებენ კომპანიაში.

ამასთანავე თეგეტა მოტორსი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების და სანიტრების ტრანსპორტირებას სამსახურამდე და შემდეგ სახლებში, ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული პერსონალის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს დედაქალაქში და მათი ტრანსპორტირება ხდება თბილისის შემოგარენი რაიონებიდან.

ყველა მძღოლი სრულად არის ეკიპირებული და დაცული ვირუსის გადადების შემთხვევისაგან, მათ აცვიათ სპეციალური კომბინიზონები, ხელთათმანები, უკეთიათ სათვალე და პირბადე, ასევე მუდმივად კეთდება აღნიშნული ავტომობილების სრული დეზინფექცია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, თეგეტა მოტორსმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საქართველოს სამთავრობო ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:47

    სანამ სპორტი გაჩერებული იყო აჭარაბეთმა კვლევა ჩაატ...

    გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლის გახლდათ, ხოლო 66% კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულ...

  • 21:30

    “COANTE”-ს ბრენდის კვარცის სამზარეულოს ზედაპირების...

    სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოფნა ბედნიერებას უნდა იწვევდეს. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ვიზუალურად ლამაზი ნივთები ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს. „ზოდი“ უკვე 12 წ...

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...