2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა ციფრული ბარათი შექმნა

15 მაისი, 2020- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოების მიზნით ინოვაციური პროდუქტი- ციფრული ბარათი შექმნა. ციფრული ბარათი, არის ფიზიკური ბარათის ალტერნატივა იმავე შესაძლებლობებით. მის მისაღებად არაა საჭირო ფილიალში მისვლა. ბარათს ინტერნეტბანკიდან წამებში შეუკვეთავ და მომენტალურად შეძლებ მის გამოყენებას.  აღნიშნული სიახლით სარგებლობა მობილური აპლიკაციით - მობილბანკითაც არის შესაძლებელი. 

ინოვაციური, ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს ყველგან,  გაანაღდოს თანხა საქართველოს ბანკის ბანკომატებით (Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით); განახორციელოს გადახდა როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ინტერნეტ მაღაზიებში ონლაინშოპინგისას. ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ტრანსპორტში. ასევე, გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, გადარიცხოთ, შეიტანოთ ან ბარათზე ჩარიცხოთ თანხა. ბარათი კონვერტაციის მარტივად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ინოვაციური ბარათის საშუალებით მომხმარებელი PLUS ქულებსაც აგროვებს. 

ციფრული ბარათი არის მულტისავალუტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე  დოლარის და ევროს ანგარიში. ციფრული ბარათის აღებისას მომხმარებელს შეუძლია  აირჩიოს როგორც  VISA, ასევე  MasterCard-ი. 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ციფრული ბარათი შევთავაზეთ, რაც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, გადახდები კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს.  საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:30

    “COANTE”-ს ბრენდის კვარცის სამზარეულოს ზედაპირების...

    სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოფნა ბედნიერებას უნდა იწვევდეს. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ვიზუალურად ლამაზი ნივთები ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს. „ზოდი“ უკვე 12 წ...

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...

  • 16:17

    „ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დ...

    „ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პი...