1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარი“ ზესტაფონის „კათარზისის“ დასახმარებლად

ქვეყანაში კოვიდ-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მძიმედ აისახა საზოგადოების დიდ ნაწილზე. განსაკუთრებით შეიცვალა რეალობა მათთვის, ვინც სოციალურად დაუცველია და ყოველდღიურ საკვებს „კათარზისიდან“ იღებს. ასეთი ადამიანების რიცხვში არიან ზესტაფონის „კათარზისის“ ბენეფიციარებიც.

კომპანია „სოკარი“ უკვე რვა წელია, ზესტაფონის „კათარზისის“ დონორია და ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით, ხშირად ეხმარებოდა ჰუმანიტარულ კავშირს. თუმცა, კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ, ვითარება გართულდა და ორგანიზაციას კიდევ უფრო დასჭირდა კომპანიის გვერდში დადგომა.

ზესტაფონის „კათარზისის“ თანამშრომლები და მოხალისეები საკვებსა და მედიკამენტებს ბენეფიციარებს სახლში აწვდიან, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. კომპანია „სოკარი“ კი უკვე მეორე თვეა ზესტაფონის „კათარზისის“ თანამშრომლებსა და მოხალისეებს საწვავს აწვდის, რათა მათ დაუბრკოლებლად მოამარაგონ დღეში 120-მდე ბენეფიციარი.

კომპანია „სოკარი“ მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც ასეთ რთულ დროშიც არ ივიწყებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და განაგრძობს საქველმოქმედო საქმიანობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები