1 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სოკარისა და ვეი მარტის აქცია - სასწრაფო დახმარების ექიმებსა და საპატრულო პოლიციას ვეი მარტის ქსელში უფასო ყავით გაუმასპინძლდებიან

„ვეი მარტმა“ ექიმებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების მხარდასაჭერად აქცია დაიწყო. 30 მარტიდან, სასწრაფო დახმარების ექიმებსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს „ვეი მარტის“ მარკეტების ქსელში უფასო ყავით გაუმასპინძლდებიან. „ვეი მარტის“ მარკეტები „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზეა განთავსებული.

„დღეს, როდესაც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ვცდილობთ მცირე წვლილის შეტანას, ჩვენი ექიმები და პოლიციის თანამშრომლები ფრონტის წინა ხაზზე არიან. ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, მადლიერება თუნდაც მცირედით გამოვხატოთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ექიმებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს, ვეი მარტის მარკეტების ქსელში უფასო ყავით გაუმასპინძლდებიან,“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები