1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

#თიბისიშენთვის ფარგლებში, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის სპეციალური ბარათი შეიქმნა

პროგრამის - #თიბისიშენთვის  ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს - სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს.

თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ  ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით -  ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ.

ინოვაციური პროდუქტით სარგებლობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა  სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო გადახდის ფუნქციონალი დაემატება.

თიბისის გადაწყვეტილებით,  ყველა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ბარათს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აიღებს, ერთი წლის განმავლობაში ბარათის საკომისიო გადასახადისგან განთავისუფლდება. გარდა ამისა, სადისტრიბუციო კომპანიებს, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორების ახალ შესაძლებლობას გამოიყენებენ, სადისტრიბუციო ტრანზაქციბზე დარიცხული საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე  გაუუქმდებათ. დამატებითი ხარჯების გარეშე იქნება შესაძლებელი სავაჭრო ობიექტებში არსებულ პოს-ტერმინალებზე შესაბამისი ფუნქციონალის გააქტიურებაც.

სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან კორპორატიულ ბანკირებს  უნდა მიმართონ ან განაცხადი თიბისის სატელეფონო ცენტრით (032 2 27 27 27)  დააფიქსირონ. სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პოს-ტერმინალზე ფუნქციონალის დამატების მოთხოვნის შესახებ განაცხადის დაფიქსირება  ასევე   თიბისის ცხელ ხაზზე შეუძლიათ.

სადისტრიბუციო ბარათისა და პოს-ტერმინალზე აღნიშნული ბარათით ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:  

https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/distribution-card

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები