ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
2020-03-28 11:27:06
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას.
ამ ინიციატივის მთავარი მიზანია 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შემცირდეს პენსიის ასაღებად ბანკში მისვლის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურად გადანაწილდეს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადები პენსიის აღების დროს და რაც მთავარია დავიცვათ ისინი ვირუსით შესაძლო დაინფიცირებისმომატებული საფრთხეებისგან.
ლიბერთი ბანკს პენსიის მიმღები ადამიანების ნაკადის გადანაწილებაში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამიტომ, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს შესაბამის თანხებს რომლის საშუალებითაც, ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერი ასაკის პენსიონერს.
28 მარტიდან, პენსიების ნაღდიფულით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება (თარიღი და საათი) ვებ გვერდზე www.myliberty.geან 032208 მობილურიდანდა 208 ქალაქისნომრიდან.
28 მარტიდან, ყველა პენსიონერს ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შეეძლება სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში, ყველგან სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი.
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
„ნატო ვაჩნაძის ფონდის“ პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომე...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლე...
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა...
ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...
კომენტარები