0 1 : 5 2
 | 

ბიზნესი

Volvo Cars 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დანერგავს

Volvo Cars და კავშირგაბმულობის წამყვანი პროვაიდერი China Unicom ერთობლივად იმუშავებენ ჩინეთში შემდეგი თაობის - 5G მობილური ქსელის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ავტომობილებში, რათა გააუმჯობესონ ჩინეთის ინფრასტრუქტურა. კომპანიები შეთანხმდნენ 5G-ს და ავტომობილის ყოვლისმომცველი ინოვაციური ტექნოლოგიის V2X-ის კვლევის, შემუშავების და მისი ავტოწარმოებაში გამოყენების შესახებ. 

მობილური ქსელის ტექნოლოგიის მეხუთე თაობა 5G ბევრად სწრაფია, გააჩნია მონაცემთა უფრო მაღალი მოცულობა და გვთავაზობს რეაგირების გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე მისი წინამორბედი 4G, რაც ავტომობილებში უფრო მეტი აპლიკაციის გამოყენებას ხდის შესაძლებელს.     

Volvo Cars და China Unicom იკვლევენ 5G ტექნოლოგიის სხვადასხვა აპლიკაციების ფართო სპექტრს ავტომობილებსა და ინფრასტრუქტურას შორის კომუნიკაციისთვის და ადგენენ პოტენციურ გაუმჯობესებებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოება, მდგრადობა, მომხმარებელთა კომფორტი და ავტონომიური მართვა. მაგალითისთვის, როდესაც ავტომობილისთვის ცნობილია მოძრაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი დაბრკოლებები, როგორებიცაა სამუშაოები გზებზე, საცობი ან ავტოსაგზაო შემთხვევა, უპირატესი მოქმედება შესაძლოა იყოს სიჩქარის შენელება ან სხვა მარშრუტის არჩევა, რაც დაგვეხმარება უსაფრთხო მოძრაობის შენარჩუნებაში, ამავდროულად თავიდან აგვარიდებს გაჩერება-დაძვრის რეჟიმში მოძრაობას და გააუმჯობესებს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას.  

ტექნოლოგია ასევე მოიცავს ავტომობილის უნარს, მოძრაობის კამერების დახმარებით უფრო ადვილად იპოვოს ღია საპარკინგე ადგილები. ავტომობილებს ასევე შეეძლებათ კავშირი დაამყარონ შუქნიშნებთან, რათა განსაზღვრონ ოპტიმალური სიჩქარე და შექმნან ეგრეთწოდებული „მწვანე ტალღა“, ასევე დაამყარონ კავშირი ერთმანეთთან, რათა უსაფრთხოდ შევიდნენ და დატოვონ მაგისტრალები. 

”ვოლვო მუდამ ლიდერი იყო ავტომობილების ურთიერთდაკავშირების პოტენციალის რეალიზებაში, რათა დაინერგოს ახალი ფუნქციები და სერვისები, როგორიცაა მოლიპული გზების ადგილმდებარეობების აღმოჩენა და ავტომობილებს შორის გაზიარება. 5G-სთან ერთად უმჯობესდება უკუკავშირის მაჩვენებლები, რაც ბევრად მეტ რეალური დროის მნიშვნელოვან სერვისს განავითარებს და დაეხმარება მძღოლს, რომ იყოს უფრო უსაფრთხოდ, ასევე ავტომობილის მართვა მისთვის გახდეს მოქნილი და სასიამოვნო. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით China Unicom-თან თანამშრომლობის შედეგებს ჩინეთის ბაზარზე” - განაცხადა Volvo Cars-ის ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.  

China Unicom-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლიანგ ბაოჯუნიმ განაცხადა: „როგორც ინოვაციების ლიდერი 5G სფეროში, China Unicom მოწოდებულია შექმნას ახალი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და გადაწყვეტილებები ჭკვიანი ინტერნეტკავშირების სფეროში. 5G მთლიანად შეძლებს ავტონომიური მართვის განვითარებას, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის ახალ გამოცდილებას - ხალხის, ავტომობილების, ქსელის და “ქლაუდის” ერთიერთქმედებების სისტემის დანერგვით. გვჯერა, რომ China Unicom და Volvo Cars წარმატებით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და შექმნიან ბიზნესის სწრაფად განვითარების მარშრუტს, რომელიც ვფიქრობთ ჩინეთში დარგის მოდელი გახდება“.    

Volvo Cars-ის თანამშრომლობა China Unicom-თან, ეხმარება მას სათანადოდ იყოს მომზადებული ადგილობრივი მოთხოვნებისთვის და შექმნას V2X-ის ძლიერი პლატფორმა მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე. კომპანიის გეგმები 5G დაკავშირების დანერგვის შესახებ, როგორც ვოლვოს მომდევნო თაობის ნაწილი, ეფუძნება SPA2 მოდულური ტიპის ავტომობილის არქიტექტურის მომდევნო თაობას.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:27

    ზოგჯერ უბრალოდ იცი, რომ სწორად იქცევი - „სოკარი“ 2...

    ხეების დარგვა, მზის პანელები, საქველმოქმედო აქციები, ახალგაზრდების და შშმ პირთა მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტები - „სოკარმა“ 2019 წელს CSR პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში...

  • 12:12

    საბა 2020 დაიწყო

    წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე sab...

  • 16:52

    HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ...

    დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლ...

  • 16:50

    SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლ...

    თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO...

  • 16:44

    თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ...

    თეგეტა მოტორსის სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს  ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობ...

  • 16:30

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომ...

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოა...

  • 16:04

    ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მე-40 სე...

    30 მარტიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი იწყება. როგორც პიარსკოლაში ამბობენ, კურსი გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს ...