0 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვოლვოს ორძრავიანმა ფლაგმანმა SUV XC90 T8-ამ საუკეთესო შვიდადგილიანი ავტომობილის წოდება მიიღო DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე

ვოლვოს ფლაგმანმა XC90 T8-ამ ორი ძრავით ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე და საუკეთესო ელექტროფიცირებულ შვიდადგილიან ავტომობილად დასახელდა. ეს არის პირველი ჯილდო დიდი SUV-ის დამუხტვადი ჰიბრიდის ვერსიისთვის, რომელსაც მან მიაღწია მთელი რიგი მაღალი მაჩვენებლების, ტექნოლოგიების და დიზაინის განახლებების წყალობით.

Volvo XC90 T8 ორძრავიანი მოდელი სრულიად ელექტროფიცირებული მართვის დიაპაზონით არის აღჭურვილი და 28.6 მილამდე მანძილის გავლისას გამონაბოლქვის გამოყოფის და ბენზინის მოხმარების გარეშე მუშაობს.  ბენზინზე მომუშავე დახვეწილი ელექტრო აგრეგატები უზრუნველყოფენ მაღალ ეფექტურობას და მცირე საექსპლუატაციო ხარჯებს, CO2 გამონაბოლქვს 52 გ/კმ-დან და საწვავის ეკონომიას 113 მგ-მდე.

XC90 T8 ორძრავიანი მოდელები აერთიანებენ ვოლვოს სახასიათო სკანდინავიურ სტილს. მდიდრულ დამახასიათებელ შტრიხებთან და შვიდადგილიანი ავტომობილის მოხერხებულობასთან ერთად, T8-ს გაუმჯობესებული აგრეგატები ყველა მათგანს უკომპრომისოს ხდის.

Volvo XC90 T8 წარმოდგენილია ფართო არჩევანით: R-Design, R-Design Pro, Inscription და Inscription Pro ვერსიები. სტანდარტული მოწყობილობების მრავალფეროვანი მახასიათებლები მოიცავს საბარგულის განყოფილების ელექტრომართვად კარს, პარკირების უკანახედვის კამერას, LED ფარებს, ტყავის შალითებს (ტყავი ნუბუკით R-Design და R-Design Pro ვარიანტებში), წინა სავარძლების რეგულირებად გათბობას და სიმ ბარათს, რომელიც იტევს 100 გბ-მდე მონაცემებს. დაკავშირების სისტემა Sensus Connect 9 ინჩიანი სენსორული ეკრანით, თანამგზავრული ნავიგაცია, ხმით მართვის სისტემა და წვდომა Volvo On Call-თან დაკავშირებულია სერვისების პლატფორმაზე. ყველა მოდელი აღჭურვილია ვოლვოს City Safety აქტიური უსაფრთხოების სისტემით, როგორც გაუმჯობესებული უსაფრთხოების და მძღოლ-ასისტანსის სისტემის სრულყოფილი პაკეტის ნაწილი.

ვოლვოს დამუხტვადი ბენზინის ძრავიანი და ელექტრო-ტრანსმისიის ჰიბრიდული სიმძლავრის ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ინგლისური მოდელების სრულ სპექტრში.  DrivingElectric-ის რედაქტორმა ვიკი პაროტმა განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრეგატები მოდელს, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ბაზრის ლიდერი, დამატებით  ხიბლს სძენს: "ვოლვო XC90 დიდი ხანია SUV-ების დიდი ოჯახის მეფეა, ხოლო T8 ორძრავიანი დამუხტვადი ჰიბრიდის ფორმით, შვიდი ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი კომფორტულ და მყუდრო გარემოში, ამავდროულად ეკონომიურად. ბოლო გაუმჯობესებებმა განაახლა მისი გარეგნობა და დახვეწა მისი ელექტრო-ტექნოლოგია, რის გამოც იგი ამ კლასის ავტომობილების სათავეშია.“  

2020 წლისთვის წარმოდგენილ XC90 T8-ში განსახორციელებელი გაუმჯობესებები მოიცავს, მაღალი ძაბვის ლითიუმ-იონის აკუმულატორის მოცულობის 10.4-დან 11.6 კილოვატ-საათამდე გაზრდას. ეს შედეგი წარმოადგენს 30%-ზე მეტ ზრდას ავტომობილების მხოლოდ ელექტრო მართვის დიაპაზონში 21.7-დან - 28.6 მილამდე, რაც ნიშნავს, რომ XC90-ით შესაძლებელია ტიპიური ყოველდღიური მგზავრობა არანაირი გამონაბოლქვით ან ბენზინის მოხმარებით.  

XC90 T8-ს საუკეთესო, თანამედროვე სკანდინავიური დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა, ახლებურად დამუშავებული ცხაურებითა და წინა ბამპერით, ახალი დისკების დიზაინით და ფერების კომბინაციის ვარიანტებით.  T8 ორძრავიანი მოდელებისთვის დამახასიათებელი თვისებები მოიცავს ოთხზონიან ელექტრონულ კლიმატ-კონტროლს, გამაგრილებლით აღჭურვილ სანივთეს, კონდიციონერს სავარძლების სამივე რიგისთვის, 4.5-მეტრიან დამუხტვის კაბელს და კაბელისთვის განკუთვნილ შესანახ ჩანთას.  

Volvo Car UK-ის მმართველმა დირექტორმა კრისტიან ელვეფორსმა განაცხადა: "დიდად ვაფასებთ ამ ჯილდოს, რადგან იგი გამოხატავს ჩვენს თავდადებას, მივცეთ  მომხმარებელს საშუალება შეიგრძნოს ელექტროფიცირებული აგრეგატების ეკონომიურობისა და სიძლიერისგან მიღებული სარგებელი და ამავდროულად ზუსტად ის ხარისხი, რასაც ვოლვოსგან მოელიან - ულამაზესი დიზაინი, უსაფრთხოება, უმაღლესი ხარისხი და პრაქტიკულობა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ელექტროფიცირებული შემოთავაზებების გაფართოების მიმართულებით და ახლახანს შევქმენით დამუხტვადი ჰიბრიდის ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი მოდელების მთლიანი სპექტრისთვის და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ პირველ სრულად ელექტროფიცირებულ ვოლვოს.“  

ვოლვო XC90 T8-ას შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და ავტომობილის ონლაინ-კონფიგურატორით სარგებლობისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს:  volvocars.com/ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:07

    Express დაზღვევა- ითამაშე დაზღვეულმა მხოლოდ „აჭარა...

    Express დაზღვევა არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფსონი წაგებისგან! Express დაზღვევა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თქვენი ფსონის 300%-მდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობთ ბილეთში მხოლოდ ...

  • 16:21

    SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რე...

    14 აგვისტო, 2020 − SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.    SME Banking Club-ი არის სა...

  • 16:01

    Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბან...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბ...

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...