თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
#ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ მასშტაბური შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა. კონკურსის გამარჯვებულები, რომლებმაც შეძლეს შეექმნათ უნიკალური #ქალაქიხასიათით უკვე ცნობილია.
გამარჯვებულები „პროფესიონალურ“ და „მოყვარულ“ კატეგორიაში, კონკურსისთვის შექმნილმა კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა, ხოლო „ბორჯომის“ რჩეულ კომპიანია IDS ბორჯომი თბილისმა დაასახელა.
“შემოქმედებითმა კონკურსმა #ქალაქიხასიათით სტარტი 24 სექტემბერს აიღო. კონკურსის მიზანს საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა, მათი პოპულარიზაცია, ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და ტურზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვფიქრობ კონკურსი შედგა, რადგან საკმაოდ ბევრი ქალაქი აქტიურად ჩაერთო. მონაწილეობდა 65 კონკურსანტი, წარმოადგენილი იყო 15-მდე ქალაქი. კონკურსის ჟიურიმ კატეგორიებში „პროფესიონალი“ და „მოყვარული“ გამარჯვებულები გამოავლინა, კომპანია „ბორჯომმა“ კი ჩვენი რჩეულები დავასახელეთ. საპრიზო ფონდი შეადგენდა 14 ათას ლარს, რომელიც გამარჯვებულებზე გადანაწილდა“, - განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანიკო კუპრაშვილი.
კატეგორიაში „პროფესიონალი“ თამუნა ტაბატაძემ (წნორი) გაიმარჯვა, ხოლო „მოყვარულის“ კატეგორიაში წარმატება წილად ანუკი გუგუტიშვილს (გორი) ხვდა. კომპანია IDS ბორჯომი თბილისის რჩეულები კი გახდნენ: მიხეილ დიასამიძე (თბილისი), გიორგი ხელაშვილი (რუსთავი), ირაკლი ნამორაძე (წყალტუბო), ილუშკა თოიძე (ოზურგეთი), სოფი კაზალიანი (თელავი) და ნინო ვართაპეტიანი (ბორჯომი).
„ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ ხედავდა და გრძნობდა კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანი იყო გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში. საბოლოოდ, მიღებულმა ნამუშევრებმა პროექტის მიზანი გაამართლა. პროექტის მიზანი, კონკურსანტის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმოჩენა იყო თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს, ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან. საქართველო მართლაც უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით, კუთხეებით, ქალაქებით. ადამიანის მსგავსად თითოეულ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, სწორედ ამიტომ „ბორჯომმა“ ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა უკეთ წარმოეჩინა და გაეცნო საზოგადოებისთვის საკუთარი ქალაქი, თავისი ისტორიით, ნაცნობი თუ უცნობი მხარეებით. ვფიქრობთ, პროექტმა გაამართლა,“ - განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.
კონკურსის ჟიურში იყვნენ რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი და ფოტოხელოვანი მარი ნაკანი.
კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონიალზე მათ კონკურსის მნიშვნელობაზე, შეფასებების კრიტერიუმებსა და ნომინაციებში გამარკვებულების ნამუშევრებზე ისაუბრეს. ყველა საკონკურსო ნამუშევრის ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com
„მთავარი მიზანი იყო კონკურსანტს წარმოეჩინა ქალაქი ისეთი ხასიათითა, როგორც თავად ხედავდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, აღმომეჩინა იმ ქალაქებში, რომელებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ, ისეთი რამ რაზეც აქამდე არ მიფიქრია, არ დამინახავს ან არ მიგრძვნია. მართლაც ასე მოხდა“, - აღნიშნავს ჟიურის წევრი თინა ყაჯრიშვილი.
„ადამიანის ფიქრები და შესაძლებლობები შეუზღუდავია. წარმოვაჩინე ქალაქის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილები, რაც საზოგადოების მეტნაკლებად უცნობი იყო, თუმცა ჩემთვის ძალიან ახლობელი და ჩემიანი,“ - გვითხრა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ანუკა გუგუტიშვილმა, რომელმაც გორის უნიკალური ხასიათი შექმნა.
ცნობისათვის, #ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის კონკურსანტს უნდა გადაეღო მოკლე ვიდეო, ან შეექმნა ფოტოკოლაჟი, რომელშიც შერჩეული ქალაქის შესახებ გვიამბობდა, კადრში უნდა გამოეყენებინა „ბორჯომი“, აეტვირთა საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და მისი ნამუშევარი მეგობრებისთვის გაეზიარებინა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ იყო. აუცილებელ პირობას ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის კავშირის წარმოჩენა წარმოადგენდა. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართა, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“.
პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!
„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები