2 0 : 0 9
 | 

ბიზნესი

პირველად საქართველოში - eSIM მაგთისგან

კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე მაგთისგან - eSIM (Embedded SIM) სპეციალური მიკროჩიპია, რომელიც ჩაშენებულია მოწყობილობაში და კლასიკური SIM ბარათის ფუნქციას ასრულებს. 

ჩვეულებრივ SIM ბარათთან ერთად შესაძლებელია eSIM-ის გააქტიურება და ორი ნომრით ერთდროულად სარგებლობა.

არსებული ნომრისთვის eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან  www.MyMagti.com,                        ასევე - მომსახურების ნებისმიერ ოფისში.                                                                                                                     ახალი ნომრით eSIM-ის გააქტიურება კი ხდება მაგთის ოფისებში, ერთჯერადი QR კოდის საშუალებით.

eSIM-ის მხარდაჭერა აქვს საქართველოში Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან შეძენილ შემდეგ უახლეს მოდელებს:
- iPhone XR
- iPhone XS
- iPhone XS MAX
- iPhone 11
- iPhone 11 Pro Max
- iPhone 11 Pro 
eSIM-ის მხარდაჭერა  შესაძლოა ჰქონდეს სხვა მოდელებსაც,
თუმცა ამის დაზუსტება კონკრეტული მოდელის მწარმოებელთან იქნება საჭირო.

eSIM-ის დანერგვას ყოველდღიურობაში შემოაქვს მახასიათებლები, რომლებსაც მობილური კავშირგაბმულობის ეკოსისტემის მონაწილეთა უმეტესობა დადებითად აფასებს. მაგთიკომი, ტრადიციულად, მსოფლიოში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს პირველი სთავაზობს თავის მომხმარებელს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები