1 8 : 1 3
 | 

ბიზნესი

„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინივიატივით უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში საინფორმაციო ტური მოეწყო

15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის დემონსტრირება წარმოადგენდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი თბილისში,  თამარაშვილის #4-ში 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

მოწვეულმა სპეციალისტებმა ტურის მონაწილეებს დიაგნოსტიკური ცენტრის უნიკალური შესაძლებლობები გააცნეს, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და  დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ  აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“  თანამშრომლობს  GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად,  დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია კომპანიის თანამედროვე აპარატურით,  რომელიც  უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. კერძოდ, აღსანიშნავია უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი,  ასევე, მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.

მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს   „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ დირექტორმა, ბატონმა ზაზა კოპლატაძემ უმასპინძლა. დიაგნოსტიკური ცენტრი ერთ-ერთი პირველია, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში, რომელსაც  უმაღლესი სტანდარტების მქონე ულტრათანამედროვე აპარატურა ექნება, რაც  „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისა“ და  მთელი საქართველოს უდიდესი წარმატებაა.

„3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი დღესდღეობით წარმოადგენს GENERAL ELECTRIC-ის უახლეს მოდელს. ეს არის ბოლო თაობის აპარატურა, რომელიც ძალიან ადრეულ პერიოდში იძლევა ნებისმიერი დაავადების დიგნოსტირების, იდენტიფიცირებისა და   შემდგომი გამოვლინების შესაძლებლობას. ეს არის ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენის, მისი დროული მკურნალობისა და გამოჯანმრთელების წინაპირობა,“ - განმარტავს ზაზა კოპლატაძე.

ტურის შემდეგ, ამავე დღეს,  „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის პრეზენტაცია ოფიციალურად შედგა.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ აღჭურვისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დასაქმებულთა რიცხვი 120 ადამიანს შეადგენს.

 „აღსანიშნავია, რომ „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ დაკომპელქტებულია იმ სპეციალისტებით, რომლებმაც საკმაოდ კარგი განათლება მიიღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ისინი დაგვიბრუნდნენ და  შესაბამისად, პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებენ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი  მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას, - აღნიშნავს „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში წამყვანი პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სხვა სპეციალისტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:52

    HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ...

    დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლ...

  • 16:50

    SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლ...

    თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO...

  • 16:44

    თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ...

    თეგეტა მოტორსის სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს  ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობ...

  • 16:30

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომ...

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოა...

  • 16:04

    ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მე-40 სე...

    30 მარტიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი იწყება. როგორც პიარსკოლაში ამბობენ, კურსი გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს ...

  • 13:26

    „Teliani Collection” – „თელიანი ველის“ ახალი პროექ...

    10 რჩეული ბოლნური ღვინო -„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია  „Teliani Collection” თელიანი ველის ახალი პროექტია, რომელიც იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - „ღვინის ხალხის“ ქვეშ აე...

  • 12:27

    „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლ...

    კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებ...