1 9 : 1 6
 | 

ბიზნესი

„ნატახტარი პლატინუმი - 4 მარცვლის გემო“ - ახალი გემო ლუდის მოყვარულთათვის!

ქართული ლუდის ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. კომპანიანატახტარი ყოველთვის ცდილობს, ახალ-ახალი რეცეპტურით დამზადებული ლუდი შესთავაზოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, სპეციალურ ჩამოსხმასთან. ეს არის ახალი გემო ლუდის მომხამრებლებისთვის   - „ნატახტარი პლატინუმი - 4 მარცვლის გემო“, რომელიც დამზადებულია ნარჩევი 4 სახის ალაოთი (ქერის, ხორბლის, ჭვავის, შვრიის).

ახალი ბრენდი უკვე ჩაეშვა ქსელში და ის მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. მართალია, შეზღუდული რაოდენობითა და შეზღუდული დროით, თუმცა მომხმარებელმა უკვე მოასწრო საკუთარი შთაბეჭდილებები კომპანიისთვის გაეზიარებინა. ამ ლუდის გასინჯვის შემდეგ, კომპანიაში რამდენიმე მხატვრული დახასიათება მივიდა. ეს მათგან  ერთ-ერთია: „შვრიის სიმსუბუქე ჰარმონიულად ერწყმის განსაკუთრებული სვიის არომატს და ნატახტარის ბუნებრივ წყალთან ერთად ქმნის მრავალფეროვან და სრულიად ახალ გემოს ლუდის მოყვარულთათვის.“ როგორც „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა განმარტავს: „„ნატახტარი პლატინუმი“ დამზადებულია სეზონური ინგრედიენტებისგან (4 სახის ალაო), რომლებიც შემოდგომის მოსავალია. სწორედ ამიტომ ჩამოისხა შეზღუდული რაოდენობით და, შესაბამისად, გაყიდვაში იქნება შეზღუდული დროით. ყველას გირჩევთ, მოასწროთ და გასინჯოთ 4 სახის ნარჩევი ალაოსგან დამზადებული, უმაღლესი ხარისხის ქართული ლუდი.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:52

    HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ...

    დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლ...

  • 16:50

    SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლ...

    თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO...

  • 16:44

    თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ...

    თეგეტა მოტორსის სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს  ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობ...

  • 16:30

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომ...

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოა...

  • 16:04

    ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მე-40 სე...

    30 მარტიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი იწყება. როგორც პიარსკოლაში ამბობენ, კურსი გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს ...

  • 13:26

    „Teliani Collection” – „თელიანი ველის“ ახალი პროექ...

    10 რჩეული ბოლნური ღვინო -„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია  „Teliani Collection” თელიანი ველის ახალი პროექტია, რომელიც იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - „ღვინის ხალხის“ ქვეშ აე...

  • 12:27

    „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლ...

    კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებ...