0 3 : 0 1
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

10 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა. შეხვედრა, რომელსაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკითხები და შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება. 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ლაშა ლაბაძემ - დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა; ბიზნეს ომბუდსმენმა - ირაკლი ლექვინაძემ, ასევე , შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა,  ბექა ფერაძემ. 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. იქედან გამომდინარე რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები, გვსურდა ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა,  მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ თავად დარგის სპეციალისტებისგან, რათა უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი იმ წესებისა და ნორმების შესახებ რომლის დაცვაც მათ, როგორც დამსაქმებლებს, სექტემბერში ამოქმედებული კანონის ახალი რედაქციით მოუწევთ. ეს მათ დაეხმარება უფრო  მარტივად და ამასთან,  სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:00

    ღვინის ფესტივალზე გურჯაანსა და ლაგუარდიას მუნიციპა...

    12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ღვინის, მევენახეობის და ღვინის ტურიზმის სფეროში ...

  • 13:44

    „ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან...

    17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“  (მის: რუსთაველის გამზ.#13)  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველო" კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“  ფარგლებშ...

  • 12:48

    თეგეტა მოტორსის შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე...

    “თეგეტა მოტორსი” პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნა...

  • 12:05

    ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!...

    თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოს წინააღმდეგ “ვარდისფერი მსვლელობა” გაიმართა 15 ოქტომბერს,  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, „ევროპა დონა საქ...

  • 11:29

    ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის ფინალისტები...

    ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში. წლის საუკეთესო რომანი 1.      აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ ს...

  • 11:27

    „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკად...

    ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებისათვის „ვენდის“ გა...

  • 11:26

    საბა 2019-ის ფინალისტები...

    ლიტერატურული პრემია "საბას" 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება. 2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს: 1.   საუკეთესო რომანი 2.   საუკე...