0 1 : 3 6
 | 

ბიზნესი

ბიზნესომბუდსმენი: თუ კომპანია მოგვმართავს „ღვინის ქარხანა#1-ის“ საქმეს ჩვენი იურისტის დასწრება

მოვუწოდებ ბიზნეს ომბუდსმენს კვლავ მოავლინოს მისი წარმომადგენელი მოცემულ საქმეზე, მოახდინოს საქმის სამართლებრივი მორიტორინგი. ასევე, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და დაინტერესებულ პირს, რომელთანაც გადაცემული გვაქვს ეს ინფორმაცია მობრძანდნენ მოახდინოს საქმის მონიტორინგი. ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირისთვის, ექსკლუზიური მასალები, გენერალური პროკურატურის წერილი და აკადემიური წრეების მიერ მომზადებული დასკვნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ, ნებისმიერი ფორმატით რაც მისაღებია თქვენთვის,“ - აცხადებს  “ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატი არჩილ თაბაგარი და მოუწოდებს ბიზნეს ომბუდსმენს  მოახდინოს საქმის სამართლებრივი მორიტორინგი

იურისტს შეუძლია ნახოს საქმის  მსვლელობის არსი და განხილვის პროცესი.“,-ამის შესახებ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი „ღვისნის ქარხანა#1-ის“ ადვოკატის, არჩილ თაბაგარის მოთხოვნას გამოეხმაურა, სადაც ის ითხოვს მეტი გამჭირვალობისთვის ბიზნესომბუდსმენმა სასამართლო სხდომაზე მათი წარმომადგენელი გამოგზავნოს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, თუ იქნება მოთხოვნა კომპანიის მხრიდან, სასამართლო სხდომას იურისტი დაესწრება, რომელიც საქმის მსვლელობისა და განხილვის პროცესს დაესწრება.

„ეს არის კერძო პარტნიორული დავა ამიტომ, ჩვენ რაიმე სასამართლოს მეგობრის ფუნქციის გამოყენება არ შეგვიძლია. თუმცა, დასწრება ჩვენი იურისტის შესაძლებელია. იყო მსგავსი შემთხვევა. იურისტს შეუძლია ნახოს საქმის  მსვლელობის არსი და განხილვის პროცესი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე მე  ჩართულობა კერძო პარტნიორულ დავაზე, ეს ნაწილი შეზღუდული მაქვს.

ის რომ ჩვენი იურისტი პროცესს დაესწროს, რა თქმა უნდა, შეუძლია. კომპანიას შეუძლია მოგვმართოს, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, შეგვიძლია უბრალოდ დასწრება. ეს რომ იყოს დავა, რომელიმე სახელწიფო უწყების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენი კანონმდებლობა უშვებს იმას რომ ჩვენ ვიყოთ სასამართლოს მეგობრის ფუნქციით წარმოდგენილი. ეს არის კერძო დავა ბიზნესპარტნიორებს შორის.  დასწრება შეგვიძლია თუ დაგვიკავშირდებიან კომპანიიდან“,-ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ:  „ღვინის ქარხანა #1-ის“  საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის . #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების - შპს "არტ ღვინოს" - მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე - სააქციო საზოგადოება "სავანე ღვინის #1 ქარხანა". მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

„ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:00

    ღვინის ფესტივალზე გურჯაანსა და ლაგუარდიას მუნიციპა...

    12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ღვინის, მევენახეობის და ღვინის ტურიზმის სფეროში ...

  • 13:44

    „ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან...

    17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“  (მის: რუსთაველის გამზ.#13)  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველო" კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“  ფარგლებშ...

  • 12:48

    თეგეტა მოტორსის შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე...

    “თეგეტა მოტორსი” პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნა...

  • 12:05

    ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!...

    თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოს წინააღმდეგ “ვარდისფერი მსვლელობა” გაიმართა 15 ოქტომბერს,  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, „ევროპა დონა საქ...

  • 11:29

    ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის ფინალისტები...

    ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში. წლის საუკეთესო რომანი 1.      აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ ს...

  • 11:27

    „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკად...

    ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებისათვის „ვენდის“ გა...

  • 11:26

    საბა 2019-ის ფინალისტები...

    ლიტერატურული პრემია "საბას" 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება. 2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს: 1.   საუკეთესო რომანი 2.   საუკე...