„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
ღვინის დეგუსტაცია, თათარაობა, ჭაჭის გამოხდა, ყურძნის დაწურვა საწნახელში და რთველი
12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართება. მეღვინეობის ქალაქი ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლებს და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალი სტუმრებს ამ ყველაფერთან ერთად ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებსაც დაახვედრებს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
წელს, ფესტივალს სტუმრად 10000-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი ეყოლება.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან. განსაკუთრებით ვეპატიჟებით მათ, ვისთვისაც არასოდეს გვიმასპინძლია ფესტივალის ფარგლებში. ასე რომ, მოინიშნეთ 12 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“, – აღნიშნავს ფესტივალის ორგანიზატორი, ეკა ცისკარაშვილი.
ფესტივალი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 150-ზე მეტი მეღვინისა და მეწარმის მიერ წარმოებული ღვინო და ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ:
o დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად;
o მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში;
o დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები;
o მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები, ასევე დაუკრავს ბენდი LoudSpeakers-ი და Goofy Land-ი;
o მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებში, ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში;
o მონაწილეობა მიიღონ თეატრალიზებულ მსვლელობაში;
ფესტივალი, თბილისის ბიგ-ბენდის შესრულებით დასრულდება.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“ , სპონსორი – „საქართველოს ბანკი ბიზნესი“ . წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.
წელს, ფესტივალს 10000-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი ეყოლება სტუმრად.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები