1 6 : 1 9
 | 

ბიზნესი

„თბილისი ენერჯი“ 2019 წლის აგვისტოს თვის სახიფათო გაზდანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ახორციელებს საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას.

კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2455 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი - ჩასხნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე - თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები.

გთავაზობთ 2019 წლის აგვისტოს თვეში თბილისში, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:

  • ისანი-ვაზისუბანი
  • სანზონა 308
  • ჩუღურეთი 294
  • სამგორი 653
  • წყნეთი 9
  • გლდანი 42
  • კრწანისი 81
  • საბურთალო 42
  • ნაძალადევი 219
  • ნუცუბიძე 84
  • დიდუბე 55
  • დიღომი 64
  • ვაკე 78
  • მთაწმინდა 34
  • სულ 2455

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:34

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებები...

    „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდის Shell-ის Helix Ultra,  HX8 ან HX7 საავტომობილო ძრავ...

  • 12:21

    ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება...

    ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიზნესს...

  • 15:46

    რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია...

    17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოი...

  • 10:38

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „უ...

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე“ახალი მობილური ინტერნეტპაკეტი საშუალებას გაძლევთ, აქტივაციიდან 24 საათის განმავლობაში ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ულიმიტო ინტე...

  • 14:56

    ვოლვო თქვენი უსაფრთხოებისთვის...

    ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია #selfieforsafety, რომლის მიზანიც მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, კამპანიას მხარს უჭერს და უერთდება ვოლვო საქართველოს წარმომადგენლობა. ყოველდღიურად დედამი...

  • 00:25

    თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე “მონოჰოლი” იხ...

    მულტიფუნქციური სივრცე „მონოჰოლი“, რომელიც 2000 ადამიანს იტევს,  28 სექტემბერს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. სწორედ 28 სექტემბერს ივენთების სერია DCBL „MONO HALL“-ში, რომელიც ბაქრაძის 2 ნომერში მდ...

  • 18:03

    „adjarabet.com“-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადა...

    adjarabet.com-ის ფილმის გადაღებები დასრულდა.  „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო   და თბილსში დასრულდა.გადაღებებს ‘’მეტრო ფროდაქშენი’’უძღვებოდა. ფილმშ...