2 3 : 3 6
 | 

ბიზნესი

Oscar & the wolf საქართველოში ჩამოდის

20 აგვისტოს, 14:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ  Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ საქართველოს მაქს კოლომბის მიერ დაარსებული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf ეწვევა. სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-მა Monument-ს  მეორედ უმასპინძლა. 

ბელგიური ჯგუფს Oscar & the wolf  საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია. მათ შორისაა სინგლი სახელწოდებით You’re mine, რომელიც 2015 წელს გამოვიდა.

ელექტრო პოპის, დრიმ პოპისა და ინდი როკის სინთეზით მუსიკოსმა სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შექმნა, რამაც განაპირობა Oscar & the wolf-ის პირველივე ალბომის “Entity”-ის პოპულარობა, რომელიც 2014 წელს გამოსცეს.  ამავე ალბომში შედის Amy Winehouse-ის სიმღერის back to black ქავერ ვერსია, რომელიც 2015 წლის ფილმის „Black” ერთ-ერთი საუნდტრეკი გახდა. 

საინტერესოა ისიც, რომ უამრავ ქვეყანას შორის ბელგიურ ჯგუფს ყველაზე დიდი ფან-ბაზა თურქეთში ჰყავს. ამის შესახებ სოლისტმა ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა. Oscar & the wolf-ის ტურნეს ბილეთები თურქეთში ორიოდე კვირაში გაიყიდა, თუმცა მელომანების გარდა ახალგაზრდა მუსიკოსს კიდევ უფრო მაღალი კლასის მსმენელები ჰყავს. მათ შორისაა ბრიტანელი კომპოზიტორ-შემსრულებელი ელტონ ჯონი, რომელმაც 2017 წელს კოლექტივს ბელგიის მონაპოვარი უწოდა. 


როგორც Monument-ის დამფუძნებელმა გიორგი კვაშილავამ აღნიშნა:„მცირე პაუზის შემდეგ Monument-ის გუნდი აგრძელებს ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო ღონისძიებისთვის სამუშაო საქმიანობას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს დაბადებისდღეზე, 12 ოქტომბერს, Monument-ის  ეგიდით საქართველოში ჩვენთვის სიმბოლური არტისტი Oscar & the wolf ჩამოვა. ბელგიელი ჯგუფი, რომელიც საქართველოს შარშან სწორედ 12 ოქტომბერს ეწვია და  ქართველი მსმენლისგან დიდი მოწონება და სიყვარულიც დაიმსახურა. ვფიქრობთ, მელომანებს წინ ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული ელით. “  

MONUMENT Events არის თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერია. საფესტივალო ნიშას წარმოადგენს, გუნდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების უნიკალურობა, რასაც განსაზღვრავს მათი მასშტაბურობა, ხარისხი და ჟანრობრივი სხვაობა. MONUMENT Events- ორიენტირებულია ცოცხალ ელექტრონულ მუსიკაზე და მის ცოცხლად შესრულებაზე. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ეწვია რამდენიმე, მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავლენიანი არტისტი. კომპანიის მიზანი, საქართველოში, ელექტრონული მუსიკის, საფესტივალო და საკონცერტო კულტურის განვითარებაა.
https://www.facebook.com/events/2953962464677665/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები