1 6 : 3 2
 | 

ბიზნესი

ნაკლები ინვესტიცია და მეტი კომფორტი დეველოპერებისთვის - HUAWEI საკუთარ ოპერაციულ სისტემას გვთავაზობს

რა გეგმები აქვს სამომავლოდ კომპანია HUAWEI-ს თავის ახალ HarmonyOS სისტემასთან დაკავშირებით 9 აგვისტოს, დეველოპერების კონფერენციაზე, კომპანია HUAWEI-მ ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა არის ღია პლატფორმა ნებისმიერი მოწყობილობისათვის და შექმნილია მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ყველა შესაძლო სიტუაციაში. 

კონფერენციაზე კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ განაცხადა, რომ HarmonyOS 1.0 თავდაპირველად დაინერგება smart ეკრანი მქონე მოწყობილობებში, რომელთა ბაზარზე გამოსვლაც 2019 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, HarmonyOS ოპტიმიზირდება და თანდათანობით მეტ smart მოწყობილობაში შეგვხვდება.HarmonyOS-ის წარმატება დამოკიდებული იქნება აპლიკაციების დინამიურ ეკოსისტემაზე და თავად დეველოპერებზე.
იმისათვის, რომ წაახალისოს მისი მოხმარება, HUAWEI მსოფლიოს მასშტაბით გამოუშვებს HarmonyOS, როგორც ღია, ყველასათვის ხელმისაწვდომ პლატფორმას. კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის, კომპანია გეგმავს სპეციალური ფონდისა და დაინტერესებულ პირთა ჯგუფის შემქნას.

 HarmonyOS მომხმარებლებს, ახალ ბენეფიტებს სთავაზობს, კერძოდ, ერთიან და ძლიერ ხელოვნური ინტელექტის გამოცდილებას, ცხოვრების ყოველ ეტაპზე.

ხელოვნური ინტელექტის ერა, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით დიდი გამოწვევაა მომწოდებლებისთვის, სისტემა კი მათ დაეხმარება პირველადი უპირატესობის მოპოვებაში, განსაკუთრებით კი როდესაც 5G, AI და IoT აქტიურ განვითარებას დაიწყებს. ამავდროულად, HarmonyOS საშუალებას მისცემს დეველოპერებს ნაკლები ინვესტიციით მეტ მომხმარებელს მისწვდნენ და განავითარონ სერვისები სხვადასხვა მიმართულებებით.

„ჩვენ გვჯერა, რომ HarmonyOS განავითარებს ინდუსტრიას და გაამდიდრებს ეკოსისტემას," - განაცხადა რიჩარდ იუმ. „ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მრავალფეროვანი შესაძლებლობა შევთავაზოთ. ჩვენ გვსურს მოვიწვიოთ დეველოპერები მთელი მსოფლიოდან, რათა ჩვენთან ერთად შექმნან ახალი რეალობა”- აღნიშნა რიჩარდ იუმ.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. 

HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...

  • 15:28

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ საქართველოში უა...

    15 ნოემბერს, 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყ...

  • 11:20

    თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებ...

    თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში ...

  • 16:20

    თბილისში ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე გა...

    ყველაფერი ერთ სივრცეში - ქალაქის ცენტრში 10 ნოემბერს, ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ცენტრი, „ტალღა“ გაიხსნა. ეს არის სივრცე, რომელიც ბავშვთა სპას, ხელოვნების სტუდიასა და ფოტოსტუდიას აერთიანებს. ა...

  • 15:13

    თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლი...

    თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს.სახლის გაქირავება ხშირად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ახალი პროდუქტი კი გაქირავებულ საცხოვრებელ ფართს ი...

  • 12:39

    „უნდა გავერთიანდეთ!“- გაფანტული სკლეროზის მქონე პა...

    „ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებსაც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის ამ ვერაგი დაავადების გამოვლინებაში,“ - გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. წლებია, რა...

  • 12:25

    Volvo Art Night ვოლვო საქართველო გლობალური მიზნები...

    “ვოლვო ქარს თეგეტამ” მომხმარებლებს არტ საღამოზე უმასპინძლა, სადაც სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით კომპანიის გლობალური მიზნები და სტრატეგია გააცნო. ვოლვოს ამომავალი წერტილი მუდამ ადამიანის უ...