1 6 : 3 3
 | 

ბიზნესი

„თელიანი ველი“ საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2019-ზე

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 13-16 მაისს ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinExpo Bordeaux 2019 გაიმართა. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს. აღნიშნულ გამოფენაში საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ იყო წარმოდგენილი.

Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში და განკუთვნილია მხოლოდ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენელი სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაში 30 ქვეყნის 1600-მა მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „თელიანი ველის“ სხვადასხვა  პროდუქცია. სტუმრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დამზადებული ღვინო „გლეხური“. ასევე, უდიდესი მოწონება დაიმსახურა ახალმა პრემიალურმა ბრენდმა „სამთავრომ“. გამოფენის ფარგლებში უამრავ დაინტერესებულ ვიზიტორს ჰქონდა საშუალება დაეგემოვნებინათ ღვინო, გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ. ასევე, 4 დღის განმავლობაში მრავალი ბიზნეს მოლაპარება შედგა, რაც სამომავლო თანამშრომლობასა და უამრავ ახალ საინტერესო საერთაშორიო ბაზარზე „თელიანი ველის“ პროდუქციის წარმოდგენას ითვალისწინებს. 

 ბმული: https://www.vinexpobordeaux.com/?lang=en

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...

  • 15:28

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ საქართველოში უა...

    15 ნოემბერს, 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყ...

  • 11:20

    თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებ...

    თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში ...

  • 16:20

    თბილისში ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე გა...

    ყველაფერი ერთ სივრცეში - ქალაქის ცენტრში 10 ნოემბერს, ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ცენტრი, „ტალღა“ გაიხსნა. ეს არის სივრცე, რომელიც ბავშვთა სპას, ხელოვნების სტუდიასა და ფოტოსტუდიას აერთიანებს. ა...

  • 15:13

    თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლი...

    თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს.სახლის გაქირავება ხშირად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ახალი პროდუქტი კი გაქირავებულ საცხოვრებელ ფართს ი...

  • 12:39

    „უნდა გავერთიანდეთ!“- გაფანტული სკლეროზის მქონე პა...

    „ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებსაც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის ამ ვერაგი დაავადების გამოვლინებაში,“ - გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. წლებია, რა...

  • 12:25

    Volvo Art Night ვოლვო საქართველო გლობალური მიზნები...

    “ვოლვო ქარს თეგეტამ” მომხმარებლებს არტ საღამოზე უმასპინძლა, სადაც სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით კომპანიის გლობალური მიზნები და სტრატეგია გააცნო. ვოლვოს ამომავალი წერტილი მუდამ ადამიანის უ...