0 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს


თიბისი კაპიტალი ანახლებს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეების მზარდმა დაინტერესებამ განაპირობა, მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის შესახებ.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები არ შემცირებულა, მათ იგივე დონე შეინარჩუნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაყიდვების კლება ფიქსირდება, რაც ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის ბოლო კვატალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება.
ხელშესახები კლების არარსებობის მიუხედავად, სახეზეა ტრენდისგან გადახვევა: წლების მანძილზე გაყიდვები ყოველი წლის პირველ კვარტალში სჭარბობდა წინა წლის პირველი კვარტლის გაყიდვებს. 2019 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ გამონაკლისია.
2019 წლის იანვრის გაყიდვები წინა წლის იანვართან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი, მცირე, 1%-ანი მატებაა თებერვალში, ხოლო მარტში 6% კლება ფიქსირდება, თუმცა ამ დინამიკიდან დასკვნის გამოტანა ნაადრევია.
2019 წლის პირველ კვარტალში ახალი აშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვები შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული. იპოთეკური პორტფელი კვარტლის მანძილზე უმნიშვნრლოდ გაიზარდა. გაცემული სესხების რაოდენობა და მოცულობა ნაკლებია ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში გაცემული სესხებისა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლარში დენომინირებულ ახალ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, რაც მოთხოვნის სტიმულირებას იწვევს.
გაყიდვებით შეწონილი საშუალო გასაყიდი ფასი მეტწილად სტაბილურია და წინა კვატალთან შედარებით უმნიშვნელო კლება განიცადა. ამავდროულად, ახალი აშენებული ბინების ფასი მცირედ მზარდია, ხოლო ძველი აშენებული ბინებისა - კლებადი.
თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის კალკულაციის სენსიტიურობის ანალიზს სთავაზობს, ბინის ზომის და ფასის მიხედვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:23

    სპორტმშენი გრძელდება- შექმენი შენი სპორტი და მიიღ...

    სულ ცოტა ხნის წინ აჭარაბეთმა  წარადგინა ახალი პროექტი სპორტმშენი,რომელიც სპორტის მოყვარულებს აძლევს   უნიკალურ შანსს, რომ გახდნენ პროექტის  მთავარი შემოქმედები და შექმნან ახალი ს...

  • 17:03

    “ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს 2020 წლის მოდე...

    „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC90, XC60, XC40, S90 და S60 მოდელები ...

  • 12:05

    სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმე...

    სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს,  მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით.  პროცესის კიდევ...

  • 16:14

    „Fitch“-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლო...

    2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘ნეგატიურიდან’ &...

  • 16:10

    Social Impact Award 2021 იწყება

    თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომი...

  • 13:44

    ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გაიხსნა...

      ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე „ნეოლეთის“ ფილიალი გაიხსნა. სადაც მომხმარებლები სხვადასხვა სახის ფინანსური მომსახურების მიღებას შეძლებენ. პარალელურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ბათუმ...

  • 16:31

    რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა ვიდეოს ავრცელე...

    რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა ვიდეოს ავრცელებს “ის, რასაც ვერ ხედავთ რიონის გუშაგების ლაივებში. "რიონის გუშაგების" რეალური სახე 😡😡 ადამიანები, რომლებიც ჯვრით "იცავენ" მიწასრეალურად, თანამო...