0 4 : 2 3
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა

თიბისი ბანკის ჯგუფის PLC (TBC PLC) ძირითადი შვილობილი კომპანიის, სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა. 

იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა (EXPO Bank) და ეფაი ბანკის (FI Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში მზის ენერგიაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფონდის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

აღნიშნული პოზიციების დაკავებამდე, იურკი კოსკელო 24 წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილია. 2000 წელს იურკი კოსკელო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2004 წელს - გლობალური ფინანსური ბაზრების დირექტორად, 2007 წელს - ვიცე-პრეზიდენტად და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ტოპ მენეჯმენტის  კომიტეტის წევრად, 2011 წელს კი გენერალური დირექტორის საგანგებო მრჩევლის პოსტს იკავებდა. 

იურკი კოსკელო ფლობს სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს, ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (MIT), ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო ინჟინერიაში (M.Sc.).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:00

    ღვინის ფესტივალზე გურჯაანსა და ლაგუარდიას მუნიციპა...

    12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ღვინის, მევენახეობის და ღვინის ტურიზმის სფეროში ...

  • 13:44

    „ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან...

    17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“  (მის: რუსთაველის გამზ.#13)  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველო" კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“  ფარგლებშ...

  • 12:48

    თეგეტა მოტორსის შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე...

    “თეგეტა მოტორსი” პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნა...

  • 12:05

    ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!...

    თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოს წინააღმდეგ “ვარდისფერი მსვლელობა” გაიმართა 15 ოქტომბერს,  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, „ევროპა დონა საქ...

  • 11:29

    ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის ფინალისტები...

    ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში. წლის საუკეთესო რომანი 1.      აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ ს...

  • 11:27

    „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკად...

    ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებისათვის „ვენდის“ გა...

  • 11:26

    საბა 2019-ის ფინალისტები...

    ლიტერატურული პრემია "საბას" 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება. 2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს: 1.   საუკეთესო რომანი 2.   საუკე...