1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხი

თიბისი ბანკი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს,  ფინანსურ პროდუქტს -  გამარტივებულ იპოთეკურ სესხს  სთავაზობს. 

ფინანსური პროდუქტი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული და მათ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას გაუმარტივებს. პროდუქტით სარგებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც აქვს დანაზოგი ან ახორციელებს გზავნილებს. პროდუქტი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს. 

იპოთეკური სესხით სარგებლობა, ისევე როგორც უძრავი ქონების შერჩევა, დისტანციურადაა შესაძლებელი. ამისათვის თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizenმხოლოდ განაცხადის დაფიქსირებაა საჭირო. 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რაც მხოლოდ რამდენიმე მარტივ კითხვას მოიცავს, დაინტერესებულ პირებს თიბისი ბანკის წარმომადგენილი დაუკავშირდება და  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სესხის პირობებისა და პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯების შესახებ.  

მომხმარებლები, რომლებიც გამარტივებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან წამახალისებელ კამპანიაში და შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ  ოჯახის წევრთან. მგზავრობისა და სატუმროს ხარჯებს თიბისი ბანკის სრულად დაფარავს. 

აქცია 2019 წლის 1  მაისიდან დაიწყება და  30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

იპოთეკური სესხის, ასევე წამახალისებელი კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen, სადაც ასევე შესაძლებელია  პროდუქტით სარგებლობისთვის განაცხადის დაფიქსირება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...

  • 16:17

    „ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დ...

    „ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პი...

  • 11:38

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნე...

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღ...