2 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკმა სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს საქართველოში - TMG 2019-ს სპონსორობა გაუწია

10-11 აპრილს, TMG 2019 - „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ გაიმართა. პაშა ბანკმა სპონსორობა უკვე მესამედ გაუწია აღნიშნულ ღონისძიებას, რაც ბანკის მხრიდან, გამოხატავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას. 

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან. 

ღონისძიება კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ სიახლეებს აშუქებს; ამასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რითიც ინფორმაციის გაცვლასა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. 

TMG 2019-ის მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: China Mobile (ჩინეთი), RETN Capital (გაერთიანებული სამეფო), NewTelco (გერმანია), DanTelco (დანია), IPVOIP s.r.o. (ჩეხეთი) და სხვები. 

„პაშა ბანკმა ღონისძიებას „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ უკვე მესამედ დაუჭირა მხარი. ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. იმედი მაქვს, სატელეკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის ბაზრის განვითარებისთვის, აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც წინა წლებში, წარმატების მომტანი იქნება.“ - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.    

“პაშა ბანკი მესამე წელია "სატელეკომუნიკაციო შეხვედრების" სპონსორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ღონისძიებისთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ არამატერიალური კუთხითაც. პაშა ბანკის გვერდში დგომა ნიშნავს იმას, რომ ბანკი მიესალმება და იზიარებს იმ მიზნებსა და ხედვებს, რაც ჩვენს ღონისძიებას გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობისთვის” - განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები