0 2 : 1 2
 | 

ბიზნესი

HUAWEI P30 Pro TIPA-ს მსოფლიო გენერალურ ანსამბლეაზე საუკეთესო სმარტფონად დასახელდა

TIPA-ს გენერალურმა ანსამბლეამ,   HUAWEI P30 Pro 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად დაასახელა და  „საუკეთესო კამერაფონის“ ტიტულიც მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI P სერიის ფლაგმანები ზედიზედ უკვე მესამედ  იღებენ აღნიშნულ ტიტულს. ეს წარმატება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ  HUAWEI ზრუნავს ერთდროულად ხარისხის, შესრულების და დიზაინის გაუმჯობესებაზე, რათა სამუდამოდ შეცვალოს ფოტოგრაფიის წესები . ამავდროულად, კომპანიის სტრატეგიული მიზანია მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.

კამერის უნიკალური შესაძლებლობების წარდგენა მომხმარებლისთვის, ნამდვილად იყო HUAWEI  P სერიის შექმნისას ჩვენი სტრატეგიული მიმართულება.  ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ  გადავუხადოთ მადლობა TIPA-ს, ჩვენი უახლესი ფლაგმანის - P30 Pro-ს აღიარებისთვის. ინოვაციური ლეიკასთან ერთად შექმნილი 4 ძირითადი კამერით აღჭურვილი HUAWEI P30 Pro, ხელახლა ქმნის ფოტოგრაფიის ისტორიას. სმარტფონში  წარმოდგენილია რევოლუციური ფერების ფილტრი RYYB და განმაცვიფრებელი 5x ოპტიკური ზუმი, რაც ფუნდამენტურად აუმჯობესებს გადაღების შესაძლებლობებს. ჩვენ  მომხმარებელს ვაძლევთ მეტ თავისუფლებას, რათა მათ შეძლონ  HUAWEI -ს საშუალებით, ცხოვრების საუკეთესო მომენტების აღბეჭდვა,” - განაცხადა  კომპანიის მომხამრებელთა ბიზნეს გუნდის ვიცე პრეზიდენტმა, ჩანგზჰუ ლიმ.

 

ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწე პირები და დარგის ექსპერტები,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადასტურებენ, რომ HUAWEI P30 Pro  უკონკურენტო სმარტფონია, მათ მოსაზრებებს  ჩატარებული კვლევები, ტესტები და სხვადასხვა ნომინაციაში მიღებული ჯილდოებიც ადასტურებს. 

HUAWEI P30 Pro  მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე სმარფონია, რომელიც აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს  8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს,  ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით,  უფრო ბუნდოვანი ხდება. 

P30 სერიაში ასევე გვხვდება ეკრანში ჩაშენებული, თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები. 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია მოგზაურობის მოყვარულთათვის.

HUAWEI P30 Pro -ს გამორჩეული და ინოვაციური შესაძლებლობები TIPA-ს დირექტორმა ტომას გერვენსმაც შეაფასა და განაცხადა: „P30 Pro-ს წარდგენით  HUAWEI  Leica-სთან ერთად აფართოებს smart ფოტოგრაფიის საზღვრებს და მომხმარებლებს  აძლევს შესაძლებლობას, ფოტოები და ვიდეოები არაჩვეულებრივი ხარისხით გადაიღონ “. 

კომპანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ HUAWEI P30 Pro არის საზომი  მობილურ ფოტოგრაფიაში. მას აქვს საუკეთესო გადაღების შესაძლებლობა სრულ სიბნელეშიც  და ამასთან ერთად,  ინდუსტრიაში წამყვანი, ზუმის საუკეთესო შესაძლებლობები. აღნიშნული მოწყობილობა DxOMark-ის ისტორიაში უმაღლესი, 112 ქულით შეფასდა. მსგავსი წარმატება ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია HUAWEI -ს მიერ ჩადებული ძალისხმევა პროექტირების დროს, განსაკუთრებით მობილური ფოტოგრაფიის მიმართულებით. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:39

    პაშა ბანკმა სპონსორობა Caspian Energy Forum Tbilis...

    პაშა ბანკი რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია. საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზება კომპანიამ Caspian E...

  • 18:13

    Microsoft-მა HUAWEI-ს ლეპტოპები საკუთარ ვებგვერდ...

    მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მსხვილმა კომპანია Microsoft-მა, HUAWEI-ის ლეპტოპები  საკუთარ ვებგვერდზე, პროდუქტების ნუსხაში დააბრუნდა.  როგორც იცით, აშშ-ს მთავრობის სანქციების ფონზე...

  • 18:09

    ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა კრება გაი...

    დღეს, ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC BANK Group PLC) ყოველწლიური აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც 17 საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყველება. აქციონერთა 97,63 პროცენტმა მხარი დაუჭირა დირექტორთა ს...

  • 18:02

    საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მ...

    24 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის ტურიზმი პრიორიტეტ...

  • 13:52

    თიბისიმ რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავ...

    თიბისი კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურ...

  • 13:14

    წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები...

    ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ. ამიტომაც, დავიწყოთ განმარტებით - კომპანიის, პრო...

  • 11:18

    თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს...

    თიბისი ბანკი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტ...