1 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ყაზტრანსგაზი“ პურის მრეწველებისთვის გაზის საფასურს არ ზრდის

„ყაზტრანსგაზმა ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“, - ამის შესახებ „პირველს“  სს „კრწანისი-პურის“ დირექტორმა სპარტაკ გოგინავამ უთხრა. 

„ამ შემთხვევაში ჩემი წარმოება არ მუშაობს, მაგრამ მე დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება. 15 წუთის წინ დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და მაცნობა ეს სასიამოვნო ამბავი“, - უთხრა „პირველს“ სპარტაკ გოგინავამ. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს აშშ დოლარში ყიდულობს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ფიქსირებული ფასით ახდენს. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დააკორექტიროს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება“.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური 46,139 თეთრი დარჩება“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:42

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში სა...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...

  • 19:53

    30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებ...

    ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...

  • 19:46

    „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღ...

      „თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღ...

  • 14:29

    #1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა...

    თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანი...

  • 16:05

    მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტ...

    მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის...

  • 16:00

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპია...

    საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მო...

  • 14:32

    „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორე...

    ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი - ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ...