1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დააკავეს პირი, რომელიც ეროვნული გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვას პირდებოდა მოქალაქეებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.   

 

ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას - ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა.  

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:39

    ვაკეში,კაფე "სტრადაში" კაცი ჩაცხრილეს...

    სროლა თბილისის ცენტრში. ვაკეში, კაფე "სტრადაში" კაცი ჩაცხრილეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგეს.  ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.მიმდინარეობს გამოძიება...

  • 12:40

    „ქრთამის სახით მიიღეს ფულადი თანხები“ – დაკავებული...

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის აპრი...

  • 11:00

    ახმეტაში 71 წლის ქალი 18 წლის ახალგაზრდამ სანადირო...

    ახმეტაში, 71 წლის ქალი 18 წლის ბიჭმა მოკლა, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მოხუცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელმა ესროლა. თვითმხილველების და გარდაცვლილის მეუღლის  ინფორმაცი...

  • 14:52

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთ...

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, დაჭრა. დავა თანხის გამო დაიწყო. არსებული ინფორმაციით...

  • 12:22

    აშშ-ში გადაყვანის სანაცვლოდ მოქალაქეებს 7000 $ არ...

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თ...

  • 13:29

    დააკავეს 3 პირი, რომლებიც იაფფასიანი სარეცხი ფხვნი...

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ო...

  • 12:53

    14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთ...

    კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, გააუპატიურეს. 14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთხვევაში კაცმა – 12 წლის გერზე იძალადა. არსებული ინფო...