0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბათუმის ციხეში პატიმარმა მძინარე თანასაკნელი დაჭრა

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. 

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. 
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა"- წერია განცხადებაში. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:41

    50 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, მეორეს ქუჩ...

    ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.  50  წლადე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრიელს,  40 წლამდე მამაკაცს კი ...

  • 10:14

    გაირკვა 15 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც სპორტულ მოე...

    ზუგდიდში 15 წლის ბიჭს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. “შტირი” (წვრილი და გ...

  • 16:28

    ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ირაკლი ა...

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2011 წელს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულ ირაკლი აგლაძეს, 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.   სასამართლომ, აგლაძე დამნაშავედ სცნო დამამძ...

  • 12:36

    უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი მ...

    თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი გაძარცვა და მოკლა, მათი შვილი კი ძალის გამოყენებით დააბა და დაემუქრა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებე...

  • 12:13

    სხვისი ანგარიშებიდან თანხა თავიანთ ანგარიშებზე გად...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩი...

  • 12:11

    თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ა...

    თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. არსებული ცნობით, დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით,  კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ...

  • 13:44

    სიღნაღში ძმამ და მოკლა...

    კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. &bdquo...