0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ანტიკორუფციულმა სააგენტომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობა ედებათ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატული ღონისძიებების შედეგად, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...

  • 19:48

    ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 00...

    ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გ...

  • 16:24

    "სიბნელეში ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვი...

     ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის დემურ ნონაშვილი მოკლეს. დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გელა ნონაშვილი, რომელიც მოკლულის ნათესავია. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დაკავებულს ნათესა...

  • 11:04

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძ...

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის ...