0 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი.

სამართალდამცველებმა გ.ს 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:15

    ბორჯომში ქმარმა ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა...

    ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ინფორმაციას ადგილობრივი მედი...

  • 12:58

    თბილისში კაცმა მძინარე მშობლები დახოცა, შემდეგ კი ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც თბილისში მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდა. უწყების ცნობით, 27 აპრილს ისანი-სამგორის სამმართველოში შეტყობინება შევ...

  • 15:42

    “წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდა...

    “წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელძღვანელმა კოკა კაციტაძემ წყნეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცო...

  • 11:09

    „ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და ხელი შეაწმინდე...

    გორის “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარ ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა, 15 აპრილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმ...

  • 11:34

    თბილისის აეროპორტში 2 კილოზე მეტი “კოკაინი” ამოიღე...

    სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ი...

  • 11:26

    თბილისში დააკავეს ექთანი, რომელმაც150 ლარის სანაცვ...

    ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულიდან ერთ-ერთი...

  • 11:44

    შსს: პირი, რომელმაც 82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრ...

    სამართალდამცველებმა თბილისში ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი ...