2 0 : 3 7
 | 

კრიმინალი

დავაკავეთ დედა-შვილი, რომლებიც მოქალაქეებს ბინებსა და სხვა შემწეობებს ჰპირდებოდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც დედა-შვილი არიან, მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. შსს-ს ცნობით, ისინი 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარებოდნენ. ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები – 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე.

“გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული — 500-500 ლარის ოდენობით. სამართალდამცველებმა, კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მ. კ. და ი. ზ. თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს”, – აცხადებენ უწყებაში.

ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:49

    "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე ...

    ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომ...

  • 23:51

    ,,ცოლი და შვილები დააბეს" - წალკაში ახალზელანდიელე...

    წალკის რაიონში მცხოვრები  ახალზელანდიელების ოჯახი დღეს საღამოს დააყაჩაღეს. ამის შესახებ ფეისბუქ მომხარებელი დავით კიზირია სოციალურ ქსელში წერს: SOS! წალკის რაიონში რამდენიმე წელი...

  • 14:24

    ზვიად ციკოლიას ბუტიკი გატეხეს...

    დღეს დილით, 06:30 საათზე სამეწარმეო დიზაინერ ზვიად ციკოლიას ბუტიკი 2-მა პირმა გატეხა და, სავარაუდოდ, თანხა და აქსესუარები წაიღო. ფაქტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს ზვიად ციკოლია Facebook-გვერდზე აქვე...

  • 14:22

    გლდანის რაიონში მამაკაცი ჩაცხრილეს...

    გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო......

  • 14:22

    ქობულეთში “საქართველოს ბანკის” ინკასატორი გაძარცვე...

    ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც ...

  • 22:55

    ახალი მძევალი სამხარეო პოლიციის უფროსია - თავდამსხ...

    თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა, მათგან ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია, რომელიც თავდამსხმელმა ხელშეკრული გაიყვანა და კიდევ ორ მძევალთან ერთად მანქანით გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება. &...

  • 15:56

    შსს განცხადება ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეია...

    შსს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული მოქალაქის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირ...