1 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დაკავებულის ადვოკატი - თენგო ბარბაქაძე დააკავეს დღეს დილით. ჩემთვის უცნობია, თუ რას ედავება გამოძიება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან და „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ: „ძალადობა ჯერ თენგო ბარბაქაძის მიმართ განხორციელდა, ხოლო ხიდთან, როდესაც მოძალადეები დაინახა, მანქანა გააჩერეს და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი“.

ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, გუშინ ღამით იმ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება მოხდა, სადაც ჩხუბის ეპიზოდი იყო ასახული და თენგო ბარბაქაძე სასამართლოს განჩინებით, დღეს დილით დააკავეს.

„თენგო ბარბაქაძე დააკავეს დღეს დილით. ჩემთვის უცნობია, თუ რას ედავება გამოძიება. როდესაც ბრალს გადმოგვცემენ მხოლოდ ამის შემდეგ მეცოდინება კვალიფიკაცია. ალბათ, აქ საუბარია ძალადობის მუხლზე, ვინაიდან სხვა დანარჩენთან შემხებლობა არ ჰქონია. მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ჯერ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, შემდგომ ხიდის ეპიზოდში, როდესაც დაინახა მოძალადეები, გააჩერეს მანქანა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. გუშინ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება მოხდა, სადაც ასახული იყო ჩხუბის ეპიზოდი და სასამართლოს განჩინებით დილით დააკავეს," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, თენგო ბარბაქაძე ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, თუმცა გიორგი შაქარაშვილი არ უნახავს. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ თენგო ბარბაქაძეს გიორგი შაქარაშვილთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონია, ვინაიდან შაქარაშვილს არც თენგო ბარბაქაძეზე და არც მის მეგობრებზე არ უძალადია. ამასთან, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მერსედესის მარკის ავტომობილში მჯდომ არცერთ ადამიანს „ხელში არაფერი არ ეჭირა“ და თავად მანქანის მფლობელი, ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

„ხიდის ინციდენტი შესაძლოა დავყოთ რამდენიმე ეტაპად იმიტომ, რომ იქ რამდენიმე მანქანა მონაწილეობდა. როდესაც ის ინციდენტი მოხდა, სადაც თენგო ბარბაქაძე მონაწილეობდა, იყო თუ არა ადგილზე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, ეს უცნობია, ვინაიდან, თვითონ ბარბაქაძეს არ უნახავს და რომც დაენახა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, ვინაიდან ის არ იყო იმ მოძალადეების რიცხვში, რომელმაც იძალადა თენგო ბარბაქაძესა და მის მეგობრებზე. არავის არაფერი არ ეჭირა, ეს იყო მერსედესის მარკის მანქანა, რომელიც იყო ძიუდოისტის მფლობელობაში და თვითონ ტატიაშვილი არ მონაწილეობდა არცერთ დაპირისპირებაში. ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ გადმოვიდა და მანქანას არ სცილდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მიიღო მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მის მიმართ იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე. შემდგომ თქვა, რომ მეგობრების წამოსაყვანად წასვლისას დაინახეს მოძალადეები და ისევ შევიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...