0 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისდირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ნარკოდანაშაულისათვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 ნარკორეალიზატორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...

  • 19:48

    ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 00...

    ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გ...

  • 16:24

    "სიბნელეში ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვი...

     ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის დემურ ნონაშვილი მოკლეს. დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გელა ნონაშვილი, რომელიც მოკლულის ნათესავია. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დაკავებულს ნათესა...

  • 11:04

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძ...

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის ...

  • 13:35

    ჩოხატაურში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმ...

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, შუა ხნის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სი...

  • 16:01

    საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ...

    საქართველოში 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელიც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელ...

  • 18:04

    „ავერსის“ კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ...

    „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხ...

  • 13:37

    დიდ დიღომში დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გზის დათ...

    დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლ...

  • 15:09

    1 421 000 ლარის ოდენობის „აგროკრედიტი“ მიიტაცეს - ...

    სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 14 პირის მიმართ დაიწყო - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტ...

  • 18:29

    გორში, შვილის მკვლელობისთვის 67 წლის კაცი დააკავეს...

    გორში 39 წლის შვილის მკვლელობისთვის 67 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონ...

  • 09:20

    14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის კაცი,...

    შინაგამ საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს....

  • 18:25

    კახეთში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა...

    ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

  • 14:25

    მიხეილ კალანდია - საპატიმროში დავამთავრე იურიდიული...

    დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი პროკურორობას - ასევე, შევისწავლე ფრანგული ენა, რათა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკუთარი თავის დაცვა შევძლო, - ამის შე...

  • 12:55

    თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზ...

    პოლიციამ თბილისში, 6 მანქანის გაქურდვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ...