0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა:) ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, მერე ნინათი, მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას” - ნანუკა გულუა

40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა:) ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი,ახლა რომ ვფიქრობ ენერგეტიკა იყო ის რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში…სულ ნანუკა,ნანუკა ისმოდა გარშემო - უფრო სწორედ ნანული,ნანული :)) ამ ყურადღებაში და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში,უბანში,სკოლაში,წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში :)) გაზულუქებული ამდენი სიყვარულით ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც,სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა -პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა ,დიდხანს მაკვირდებოდა ისე:)) მერე ნინათი რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა,მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას, საოცნებო სამსახური სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი  ბედნიერებისთვისაა მომართული, ჩემი სუპერძალა-მეგობრები და ჩემი ოჯახი,რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება❤️ არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს,არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა , მხოლოდ შემიძლია ვთქვა ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია,არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი :)) მიყვარხართ,დიდი მადლობა ჩემი დაბადების დღის გაფერადებისთვის❤️

წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები