0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი - სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს

სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, ამიტომ მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება მისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტის" მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ, ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსკენ და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, - განაცხადა გობოზოვმა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი აღიარების თაობაზე დიალოგს სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებს, მაგრამ მყისიერი გადაწყვეტილებები მისთვის პრიორიტეტი არ არის.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არ დავასახელებ რომელ ქვეყნებთან. ვმუშაობთ და გვესმის, რომ აღიარების ეტაპი არ არის ზეციდან ჩამოსული მანანი, ეს მხოლოდ სამუშაო ეტაპია“, - განაცხადა გობოზოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები