0 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტას“ მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულება გასულ წელს 500 000-მდე ავტომობილს მოემსახურა

გამოწვევებით  სავსე წელი  "თეგეტა მოტორსმა“რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებაში „თეგეტა მოტორსში“ აცხადებენ, რომ ზრდა სამივე ნაწილში დაფიქსირდა და 30% შეადგინა. 

 

უპრეცედენტოდ მაღალია მაჩვენებელი მომხმარებელთა რაოდენობის მხრივაც. გასულ წელს კომპანია 500 000-ამდე ავტომობილს მოემსახურა.

 

2022 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე „თეგეტა მოტორსის“ადგილობრივი გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორი გიგა ბარბაქაძე საუბრობს.

 

„თეგეტა მოტორსის“ მიმართულებით კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს 270 მილიონილარი შეადგინა. სპეცტექნიკის, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების სერვისებისა და პროდუქტების რეალიზაციის მაჩვენებელი,წინა წლებთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა, ხოლო მომხმარებლების რაოდენობა - 20%-ით.რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, ეს „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებაში გაყიდვების ყველაზე დიდი არხია. შესაბამისად, კომპანიის საცალო გაყიდვების ჯამურ ღირებულებაში მსუბუქი ავტომობილების მიმართულების წილი ყველაზე დიდია. 2022 წელს საცალო არხში 50,000-ზე მეტი ახალი უნიკალური მომხმარებელი დაგვემატა და გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა“.

2021 წელთან შედარებით, გასულ წელს 27%-ით გაიზარდა ბრუნვა სატვირთო ავტომობილების სერვისშიც. საერთო ჯამში, „თეგეტას“ ფილიალებში 50 000-ამდე სატვირთო შეაკეთეს. კომპანიას კორპორაციული მიმართულებით 2000-ზე მეტი მომხმარებელი დაემატა. კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურების უზრუნველსაყოფადCRM პროგრამა დაინერგა. 

 

„სატვირთო ავტომობილების მიმართულებით აქტიურად ვავითარებთ დისტანციურ სერვისებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე შესაძლებელია საბურავებისა და აკუმულატორების შეცვლა მობილური ჯგუფების დახმარებით. სატვირთო ავტომობილების სერვისში ახალი მულტიბრენდული სივრცის დამატება იგეგმება, სადაც ავტომფლობელი ყველა საჭირო მომსახურების მიღებას შეძლებს. კვალიფიციური პერსონალი მომხმარებელს თანამედროვე დანადგარებითა და მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტების გამოყენებით  დაეხმარება“, - გიგა ბარბაქაძე.

 

„თეგეტა მოტორსში“ გასული წელი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მომსახურების კუთხითაც გამორჩეული იყო. გაიზარდა მოთხოვნა ადგილზე მომსახურების სერვისებზე. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში 15 მობილური ჯგუფია გადანაწილებული, რომლებიც 2022 წელს 3000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მოემსახურნენ. მათ  შორის არიან როგორც კერძო და სახელმწიფო კომპანიები, ისე ფიზიკური პირები.

 

2022 წელს ქვეყანაში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ არარეზიდენტი მომხმარებლებისა და, შესაბამისად,გაყიდვების ზრდა გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო TAX FREEმიმართულება და ამ არხშიც რეკორდული შედეგები დაფიქსირდა. რეალიზაციამ დაახლოებით 28 მილიონი შეადგინა. 

 

სერვისებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, კომპანია მომსახურების ცენტრების ქსელსაც აფართოებს. გასულ წელს „თეგეტა მოტორსს“ ოთხი ახალი ფილიალი შეემატა. განახლდა და გაფართოვდა კომპანიის რამდენიმე შოურუმი, მათ შორის ცენტრალურ ფილიალში. 

 

„გაფართოვდა ქუთაისის სერვისცენტრი, რომელიც ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს და წინა წელთან შედარებით, სერვისის კუთხით 60%-იანი ზრდა მოგვცა, რაც ადგილობრივი გუნდის დამსახურებაა. ასევე ქუთაისში გავხსენითახალი ფილიალი. გათვლა და მოლოდინი გაამართლა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გახსნილმა ფილიალმაც. წარმატებით მუშაობს ორხევის მომსახურების ცენტრი, რომელიც სახელმწიფო მიმართულების ავტომობილებს ემსახურება.  ფილიალი გაიხსნა სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებითაცხელვაჩაურის ინდუსტრიულ ზონაში. ასევე 2022 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია ცენტრალურ ფილიალს და 30-ამდე სამუშაო ადგილი დაემატა, ამით მომხმარებლებს საშუალება მივეცით, მათთვის საჭირო მომსახურებაუმოკლეს დროში და უკეთესი ხარისხით მიიღონ“,- გიგა ბარბაქაძე, „თეგეტა მოტორსის“ ადგილობრივი გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორი. 

 

 

2022 წელს „თეგეტა მოტორსის“ მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა „თეგეტა კომფორტის“ განვითარებამაც იქონია. კომფორტისგუნდი მზად არის, ნებისმიერი ტიპის ავტომობილს მომხმარებლისათვის სასურველ დროს მოემსახუროს. წელს გაეშვება „თეგეტა მოტორსის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს „თეგეტას“სერვისებით სარგებლობის პროცესს გაუმარტივებს.

 

„მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში „თეგეტას“ აპლიკაციაც დაგვეხმარება, რომელიც მომხმარებლისთვის უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.აღსანიშნავია ონლაინჯავშნის სერვისიც, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაჯავშნოს მისთვის სასურველი სერვისი ნებისმიერ ფილიალში და რიგში დგომის გარეშე მიიღოს მომსახურება. დაგეგმილია დისტანციური მომსახურების როლის ზრდა და განვითარება როგორც საცალო, ისეკორპორაციულ არხში“, - გიგა ბარბაქაძე. 

 

„თეგეტა მოტორსის“ ადგილობრივი გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორი ამბობს, რომ  წარმატებული წლის შედეგები „თეგეტას“ გუნდის დამსახურებაა. კომპანიის პრიორიტეტად რჩება თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა.

 

„ყოველი წლის დასაწყისში „თეგეტა მოტორსის“ HR გუნდი, ბიზნესმიმართულებებთან ერთად, ადგენს არსებულ საჭიროებებს. ამის შემდეგ „თეგეტა აკადემიის“ ჩართულობით კვარტალური თუ წლიური სატრენინგო განრიგები იგეგმება.გასულ წელს 1250 ადამიანის მონაწილეობით 100-ზე მეტი ტრენინგი გაიმართა“, - გიგა ბარბაქაძე. 

 

დაგეგმილი პროექტებიდან უმნიშვნელოვანესიასატვირთო მიმართულების ყველაზე დიდი სერვისის გახსნა. ცენტრი თბილისის შემოვლით გზაზეგანთავსდება და სატრანზიტო მიმოსვლაში მყოფ მძღოლებს მოემსახურება. 

 

„თეგეტა მოტორსის“ გეგმებშია ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის  მასშტაბით. მშენებლობა დაწყებულია და რამდენიმე თვეში ამოქმედდება„თეგეტას“ ახალი ფილიალი უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელიც ულტრათანამედროვე, უახლესი დანადგარებით იქნება აღჭურვილი. გაყიდვების ობიექტი დაემატება გონიოში, ხოლო ზუგდიდში დიდი სერვისცენტრი გაიხსნება, რომელიც რეგიონის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

 

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით.ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები