0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, თიბისის მხარდაჭერით, ახალი სახელითა და სიმძლავრით აახლებს მუშაობას

რუსთავში, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ამერიკული სტანდარტებით აგებული საწარმო “რუსთავოილის” ახალი ბრენდის პრეზენტაცია შედგა. რებრენდინგის შედეგად, საწარმო “სერპენსის” სახელით განაგრძობს ოპერირებას.

 

დაფუძნების დღიდან, თიბისი კომპანიის ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია. თანამედროვე სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა, რის შედეგადაც იგი დღემდე პარტნიორებს უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას სთავაზობდა.

 

აღნიშნული იდეის გაჩენა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ისტორიულად, საქართველოს,  როგორც  სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, რომელიც თავისთავად მოითხოვდა მძლავრი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობას. საგზაო ინფრასტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ბიტუმი, რომელიც  აქამდე სრულად იმპორტირებულ ნედლეულს წარმოადგენდა.

 

ზემოაღნიშნული იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, როდესაც პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს ფარგლებში კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადმოეცა 10 ჰექტრამდე ტერიტორია ქ. რუსთავში, სამრეწველო ზონაში, ხოლო კომპანიის მიერ განხორციელდა ჯამურად დაახლოებით 30 მილიონიანი ინვესტირება.

 

სახელის ცვლილების გარდა, საწარმო საგრძნობლად ზრდის საცავების საერთო მოცულობას 20 000 ტონამდე,  რის შედეგადაც იგი პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებიც და 8-ის ნაცვლად 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, დაცლა და დატვირთა იქნება შესაძლებელი.

 

„მოგეხსენებათ,  ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და მეტწილად განსაზღვრავს გზების ხარისხს.  ჩვენი საწარმო წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, რკინიგზის ჩიხით, ნედლეული მიღების და მისი დიდი მოცულობით დასაწყობების ინფრასტრუქტურით. აქედან გამომდინარე,  ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტუნარიან ფასად ვაწარმოოთ ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქცია.  ჩვენთან იწარმოება სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი ექვსი მარკის ბიტუმი, რაც ასფალტის ხარისხს და მის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად ზრდის. საწარმოს აქვს საშუალება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ასფალტის მწარმოებელს შეუფერხებლად მიაწოდოს ბიტუმი, გამოყენებისთვის ოპტიმალურ კონდიციაში, შეკვეთიდან 1-7 საათის განმავლობაში”, - ირაკლი გოგოლაძე, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა „სერპენსი“-ს წარმომადგენელი.

 

საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 70-მდე ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, იგიგმება  ათამდე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის ჩამოყვანა, რომელთა უშუალო ჩართულობით განხორციელდება საწარმოს თანამედროვე სტანდარტებით ექსპლუატაცია.

 

ასევე, უახლოეს პერიოდში ქარხანა დაიწყებს მაზუთის გადამუშავებას, რის შედეგადაც გაიზრდება საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი საბაზო ზეთებით, გაზოილით, გუდრონით და სხვა ნავთობროდუქტებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...