2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოამზადე ავტომობილი ზამთრის თავგადასავლებისთვის - იანვრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. მას შემდეგ, რაც საჩუქრების დარიგებით, ჟრიამულითა და სითბოსა და სიყვარულის გაცემით სასიამოვნოდ გადავიღლებით, აუცილებლად უნდა გამოვყოთ დრო დასვენებისთვის. თუ გინდათ, რომ უსიამოვნო თავგადასავლები არ გახდეს დაგეგმილი მოგზაურობის  ნაწილი, საჭიროა, სათანადოდ შევამოწმოთ და მოვამზადოთ ავტომობილი. 

„თეგეტა მოტორსში“ იანვარში თქვენი ავტომობილისთვის სხვადასხვა შეთავაზება მოქმედებს.  

პერსონალური მენეჯერის მომსახურება უფასოდ და 15%-იანი ფასდაკლება თანამდევ სერვისებზე

მოგზაურობის დაწყებამდე ავტომობილის შემოწმება, მომზადება  და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა დროსა და ენერგიას მოითხოვს. ხშირად ახალი წლის დღეების შემდეგ გვიჭირს თავისუფალი დროის გამონახვა. ამის გამო, სამოგზაუროდ წასვლამდე სათანადოდ ვერ ვზრუნავთ ავტომობილზე. ასეთ დროს კი იზრდება არასასიამოვნო თავგადასავლების ალბათობა.

იანვარში „თეგეტა მოტორსი“ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას უფასოდ გთავაზობთ. საჭიროების შემთხვევაში, ის წაიყვანს თქვენს ავტომობილს და სასურველ ლოკაციაზე სრულად გამართულს დაგიბრუნებთ. იანვრის შეთავაზებების ფარგლებში კი, პერსონალური მენეჯერის უფასო მომსახურებასთან ერთად, თანამდევ სერვისებზე 15%-იანი ფასდაკლებაც მოქმედებს.

20%-იანი ფასდაკლება Online Shop-ით ან ქოლ-ცენტრის დახმარებით პროდუქციის შეძენისას

საახალწლო დღეებში, ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტების შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია. Shop.tegetamotors.ge-ზე საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ავტომობილის მოვლის საშუალებების, დანადგარებისა და სხვა მრავალი პროდუქტის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ონლაინმაღაზიაში ავტომობილისათვის საჭირო ნაწილებისა და ატრიბუტების შეძენა დღის ნებისმიერ მომენტში სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. გადაწყვეტილების მიღებაში ქოლ-ცენტრიც დაგეხმარებათ. ონლაინკონსულტანტები საჭირო პროდუქტების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან.

ონლაინმაღაზიისა და ქოლ-ცენტრის დახმარებით შეძენილ ნებისმიერ პროდუქტზე 20%-იანი ფასდაკლება 15 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

 

 

სავალი ნაწილების შემოწმება უფასოდ

იანვარში, ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნასთან ერთად, თოვლიან რელიეფზე გადაადგილება ბევრ მოგზაურს უწევს. ასეთ პირობებში მრავალკილომეტრიანი გზის უსაფრთხოდ და კომფორტულად გასავლელად უმნიშვნელოვანესია ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა.  

შორ გზაზე წასვლამდე აუცილებელია სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა და პრობლემის შემთხვევაში მისი ხარისხიანი დეტალებითა და გამოცდილი მექანიკოსების დახმარებით დროული აღმოფხვრა.

„თეგეტა მოტორსში“ 01 იანვრიდან  31 იანვრამდე სავალი ნაწილის შემოწმება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლა უფასოდ

ზამთრის კურორტებზე გამგზავრებისას კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა სითბო ავტომობილში. ამისათვის მნიშვნელოვანია, სალონის ფილტრი ახალი და სუფთა იყოს. ის უზრუნველყოფს, რომ ავტომობილში მტვრის ნაწილაკებისა  და უსიამოვნო სუნისგან გაწმენდილი ჰაერი მოხვდეს.

ძრავისათვის სუფთა ჰაერის მიწოდებაზე  კი ჰაერის ფილტრია პასუხისმგებელი და მისი დროული შეცვლა ავტომობილის მთავარი ნაწილის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

იანვარში „თეგეტა მოტორსში“ ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრების შეძენის შემთხვევაში პროფესიონალი მექანიკოსების გუნდი მათ უფასოდ შეგიცვლით.

თვლების ნახარის შემოწმება უფასოდ

თვლების  ნახარი, იგივე „რაზვალი“, ავტომობილებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა. თვლების ნახარის დარღვევამ ბევრი სხვა დეტალი შეიძლება დააზიანოს. მათ შორის, შესაძლოა გამოიწვიოს საბურავის არასწორი ცვეთა და რესურსის ნაადრევი შემცირება, ავტომობილით გადაადგილებისას მოძრაობის ტრაექტორიიდან გადახრა, დამუხრუჭებისას ავტომობილის არათანაბარი გაჩერება, მოცურების ალბათობის ზრდა და ა.შ.

ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა შემოწმდეს თვლების ნახარი და საჭიროების შემთხვევაში თანამედროვე  აპარატით გასწორდეს. იანვრის ბოლომდე ეს მომსახურება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სრულიად უფასო იქნება.

ფასდაკლება სამუხრუჭე დისკების მოხეხვაზე  

სამუხრუჭე დისკი მუხრუჭის სისტემაში შემავალი ნაწილების უმნიშვნელოვანესი დეტალია. სისტემის გამართვისას უნდა დავაკვირდეთ, როგორ მდგომარეობაშია სამუხრუჭე დისკის ზედაპირი. ძველი ხუნდების ახლით ჩანაცვლებისას, თუკი დისკების ზედაპირი დაზიანებულია, აუცილებელია მისი მოხეხვა. ამით თქვენ უზრუნველყოფთ ხუნდსა და დისკს შორის წარმოქმნილი ხახუნის ძალის გაზრდას იმ მაქსიმუმამდე, რაც აუცილებელია ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერებისათვის. ამიტომ, თუკი ხუნდებს ცვლით, შეამოწმეთ და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ სამუხრუჭე დისკების მოხეხვის სერვისით, რომლით სარგებლობა 31 იანვრამდე 30 ლარად იქნება შესაძლებელი.

ავტომობილის გასამართად, სხვადასხვა შეთავაზება „თეგეტა მოტორსში“ იანვრის ბოლომდე იმოქმედებს. ავტომობილისთვის საჭირო სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.  

--

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...