1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ახალ წელს ყველანაირ გართობას მივესალმები, მაგრამ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომა კატეგორიულად მიუღებელია“ - ირინა ონაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას უერთდება

არცერთ დღესასწაულს და მის თანმხლებ არცერთ პერიოდს წლის განმავლობაში არ მოაქვს ემოციებისა და თავგადასავლების ისეთი თავბრუდამხვევი მონაცვლეობა, როგორიც ახალ წელს. 

სურვილების ჩაფიქრების, ოცნებების ახდენისა დაჩავლილი წლისთვის თვალის გადავლების საუკეთესო დროა - ყველაზე კარგი მომენტი იმისთვის, რომ ემოციები გაცვალო, ურთიერთობებით დატკბე და საზეიმო განწყობით შეეგებო ახალ წელს. 

და როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ახალი წლის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც არ უნდა აღვიქვამდეთ ძველის გაცილებისა და ახალთან შეგებების ტრადიციას, მაინც ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი წესები და რიტუალები, რომლებსაც ვიცავთ და ვუფრთხილდებით. 

„დეკემბერში შვილებისთვის სიურპრიზებს ვამზადებ, ერთად ვწერთ სანტასთან გასაგზავნ წერილებს, გვაქვს საჩუქრების შემოტანის განსაკუთრებული რიტუალი... მართლა ჯადოსნური პერიოდია“, - ეს ტელეწამყვანისა და ავტომრბოლელის ირინა ონაშვილის სიტყვებია, რომელიც თავის საახალწლო ემოციებს გვიზიარებს და ამბობს, რომ ახალი წელი მისთვის დეკემბერთან ერთად იწყება, სადღესასწაულო განწყობა კი ზამთრის დადგომისთანავე ეუფლება: „ამ პერიოდში პატარა ბავშვი ვხდები, ყველა საახალწლო დეკორაცია, განათება თუ ნებისმიერი დეტალი ზღაპრის განწყობას მიქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ნაკლებად მიყვარს, ახალი წლის სიხარული ზამთრის მიმართ ამ უარყოფით დამოკიდებულებაზე ძლიერია და მას მართლა ბავშვივით ველოდები. რაც დედა ვარ, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის ამ დღესასწაულმა და მასთან დაკავშირებულმა სამზადისმა. ყოველ წელს ვცდილობ, ბავშვებს მართლაც ჯადოსნური დღეები შევუქმნა“.

რაც შეეხება ახალ წელთან დაკავშირებულ სხვა რიტუალებს, ირინა ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებულს არაფერს იცავს და, მეტიც, არაა რიტუალების მომხრე. ამიტომ წელს ნაძვის ხის შვილებთან ერთად მორთვის წესიც დაარღვია. „მივიჩნიე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ წელს ამ ტრადიციას დავარღვევდი. ნაძვის ხე ღამით დავდგი და ბავშვები დილით რომ გამოვიდნენ, სიურპრიზი დახვდათ. გაგიჟდნენ! მე მგონი, ასე ბევრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა“.

ირინამ წელს ნაძვის ხის მორთვის სტილშიც ცვლილება შეიტანა და არჩევანი ტრენდულ მინიმალიზმზე შეაჩერა: „ნაძვის ხის მორთვასაც თავისი ტრენდები ჰქონია. მეც ვეცადე, მოდის მაჯისცემას ავყოლოდი და ნაძვის ხე, რომელსაც აქამდე წითელი და ოქროსფერი სათამაშოებით ვრთავდი, წელს მხოლოდ ერთი ფერის ციმციმა ნათურებით მოვრთე, სათამაშოების გარეშე“.

 

თუმცა ორკვირიან საახალწლო ორომტრიალშიც შეიძლება საზეიმო განწყობას საფრთხე დაემუქროს, რაც წლის მთავარი დღესასწაულის ალკოჰოლით აღნიშვნასა და საჭესთან არაფხიზელი მძღოლების ჯდომას უკავშირდება. ამიტომაა, რომ ასეთ  ბედნიერ და მხიარულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად იმატებს.

ირინა ონაშვილი- ტელეწამყვანი, ავტომრბოლელი: მე, პირადად, ძალიან მიყვარს ჩემი მანქანით მოძრაობა, პატარა სამყარო მაქვს ამ სივრცეში - დამატებითი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ტელეფონის დამტენით, სუნამოთი... თუ სადმე მანქანით მივდივარ, გამორიცხულია,რამდენიმე ყლუპზე მეტი დავლიო. ისედაც არ ვარ სასმლის მოყვარული, ერთი ჭიქა სრულიად მყოფნის განწყობისთვის, მაგრამ ამაზეც უარს ვამბობ, თუ არჩევანი დალევასა და საჭესთან დაჯდომას შორის უნდა გავაკეთო. ასე უფრო კომფორტულია ჩემთვის. თუ შეგნებულად გადავწყვიტე, რომ ერთი-ორი ჭიქა დავლიო, მანქანას ვტოვებ“.

სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება„თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ გართობას შეზღუდვები არ აქვს. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, 

ირინა ონაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანიას სიხარულით შეუერთდა,   მოდელი ამ პერიოდში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას.

ირინა ონაშვილი - ტელეწამყვანი, ავტომრბოლელი: „ყველაფერი მიყვარს ამ დღეებში, ყველანაირ გართობას მივესალმები, მაგრამ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომის მიმართ ძალიან კატეგორიულად ვარ განწყობილი. რამდენიმე წლის წინათ ჩემი ახლობელი სწორედ ასეთ მდგომარეობაში გააჩერეს, მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს და მართვის უფლება რამდენიმე თვით შეუჩერეს . ესაა მაგალითი, როცა საჭესთან ასეთ გაუმართლებელ მდგომარეობაში ჯდომაშედარებით უმტკივნეულოდ დასრულდა, თუმცა საგულისხმო გამოცდილებად დარჩა. მეორე დღეს ქალაქგარეთ გასვლას ვაპირებდით და ყველა გეგმა აგვერია. რა თქმაუნდა, ის ადამიანი რამდენიმე თვით მანქანის გარეშე დადიოდა. თუმცა, ეს დისკომფორტი აქ მეათასეხარისხოვანია, რადგან რეალურად ძალიან დიდი შეცდომაა, როცა სვამ და მერე საჭესთან ჯდები. ამ დროს მხოლოდ საკუთართავზე კი არ ხარ პასუხისმგებელი, სხვა ადამიანებსაც უდიდეს საფრთხეს უქმნი. შეიძლება ეს რისკი უკეთეს შემთხვევაში პატარა ინციდენტით დამთავრდეს, როგორიცაა, მაგალითად, მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ უარეს შემთხვევაში შესაძლოა ბევრად სავალალო შედეგი დადგეს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, უფრო გონივრულად მოიქცნენ - თუ სვამენ, ან ტაქსი გამოიყენონ, ან რაიმე სხვა საშუალება და გაუფრთხილდნენ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ამაზე ძვირფასი არაფერია. აქვე ყველას გილოცავთ დამდეგ 2023 წელს და მთელ მსოფლიოს მშვიდობას ვუსურვებ“.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...