2 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაჟა ჩიტაშვილი: ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ლევან ხაბეიშვილი მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები იანვრის ბოლოსთვის ჩაინიშნა, საარჩევნო კამპანია კი გუშინდელი პოლიტსაბჭოს შემდეგ, შეგვიძლია ოფიციალურად გახსნილად გამოვაცხადოთ.  პროცესების დასაწყისში ცვლილებების მოთხოვნას მხარი დაუჭირა 52 რაიონის თავმჯდომარემ, ახლა კი უკვე საინტერესოა, თუ ვის დაუჭერენ მხარს უშუალოდ მხარდამჭერები.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატს 2020 წლის არჩევნებში, ვაჟა ჩიტაშვილს. მისი თქმით , ის მთელი თავისი გუნდით ჩართულია საარჩევნო პროცესში და  მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს.  აგრეთვე, აცხადებს რომ  ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ლევან ხაბეიშვილი მიიღებს .

 

აღსანიშნავია, რომ ვაჟა ჩიტაშვილმა ეს ოლქი 2012 წელს მოიგო და წარმოადგენდა ახალციხეს პარლამენტში; აგრეთვე, ის იყო ერთერთი პირველი, ვინც ქართული ოცნება დაამარცხა 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები