2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკიდან მიღებულია მიხეილ სააკაშვილის თმის ღერზე ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები – დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს მომწამვლელ ნივთიერებასთან–ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ გერმანიაში უნდა იქნას გადაყვანილი, ვინაიდან საქმე გვაქვს ინტოქსიკაციასთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯიშკარიანმა განუცხადა, გერმანულ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შესაძლებელია,  მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს, როგორც ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ისე დადგინდეს დიაგნოზი და ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, საქმე გვექნება ადამიანის სიკვდილთან.

„ექსპერტთა კომისია მივიდა დასკვნამდე და ჩვენ დასკვნაში უკვე წერია, რომ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ინტოქსიკაციასთან, ანუ მომწამვლელი ნივთიერებებით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე მრავალი ორგანოთა სისტემის მიმართულებით, ეს არის ნეიროინტოქსიკაცია, თუ სხვა ზოგადი ინტოქსიკაცია, რომელიც იწვევს სხვადასხვა დაავადების იმიტაციას. შესაბამისად, სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოების მიზნით ის დაუყოვნებლივ გაყვანას საჭიროებს გერმანიაში, „შარიტეს“ კლინიკაში, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან სწრაფად დადგეს ლეტალობის შედეგი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ამერიკიდან მიღებულია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თმის ღერთან დაკავშირებით, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები.

„არ არის გამორიცხული, რომ ეს მძიმე მეტალები და კიდევ სხვა შენაერთებიც საფუძველი იყოს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. დიაგნოსტიკა გახდა პრაქტიკულად შეუძლებელი და შესაბამისად, ის უნდა იქნას გადაყვანილი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, სულ მცირე, დიდ კლინიკა „შარიტეში“, აცხადებს ჯიშკარიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები