1 8 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა" - წულუკიანი დასავლელ პარტნიორებზე

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით, დასავლელ პარტნიორებს მთავრობის "გადაყირავება" სურთ.ამ თემაზე მინისტრმა "იმედი LIVE" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ "პატარა ჯგუფში" სულ 10-11 კაცია, მათ შორის, წულუკიანმა დაასახელა ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ასევე, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი.

"არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და არა როგორც სახალხო მგონი დამცველს გონია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართალი საერთოდ არაფერ შუაშია, სისხლის სამართლის საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ან ვინმე მიცეს იმის უფლება, რომ ეს ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს. თუმცა, არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ და უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მიყიდოს თავის თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, NATO და ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. ეს არის უცხოლების პატარა ჯგუფი, უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მემგონი თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს.

ასევე არის ბატონი იან კელი. ალბათ ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება მაგალითად, რომ ყოველ დღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს, მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ  ჩვენ, რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლეები ვიყოთ. არიან კიდევ სხვები, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით, ნაცები უყვარდა და ასადთან ჩაფრინდა სირიაში, გვახსოვს ეს ყველას და განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები თუ რაც ჰქვია და ა.შ.

ესენი არიან პატარა ჯგუფი და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გვთვლიან ჩვენ მათ მეგობრებად, ეს არის მეგობრული წრე და მეგობრობაში მოსულა, რომ ერთმანეთი დაიცვან. მეგობრობაში ბევრი რამ იგულისხმება", - თქვა წულუკიანმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...