უკრაინაში დაბომბვისას, რადას ყოფილი დეპუტატი დავით...
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში&ldqu...
|
8 წლის გიოს, რომელსაც რვა წლის დათი ქოქრაშვილის მსგავსად, მთელი საქართველო გულშემატკივრობს, რამდენიმე საათის წინ, ისრაელში ოპერაცია ჩაუტარდა.
მოზარდის დედა გულშემატკივრებს გიოს მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას უზიარებს და აქვე, საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
ამასთან, როგორც 8 წლის გიოს დედა წერს, ახლა ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდებიან და წინ რეაბილიტაციის რთული ეტაპიცაა გასავლელი.
“დღის რეპორტი ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანებისთვის.
როგორც იცით, გუშინ ისრაელში ქირურგების უმაგრესმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ურთულესი ოპერაცია, რომელშიც თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას
❌ სრულად ამოაჭრეს ორგანო-თიმუსი,
❌ ფილტვის გარკვეული უბანი
❌ ძვალზე ჩაზრდილი სათუთად “აფხიკეს” სავარაუდოდ ნერვები არ დაზიანდა.
❌ და ყველა ის წარმონაქმნი, რომელიც გიოს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა!
მოუთმენლად ველოდებით მორფოლოგიის პასუხს – რომ ზუსტად გავიგოთ სიმსივნის თვისება, კარგის მოლოდინი გვაქვს და ცუდს არც ვუშვებთ
ახლა რაც შეეხება გიოს მდგომარეობას… აქვს ტკივილები და სიცხე 37.8 – რაზეც ექიმები ამბობენ რომ ნორმალურია პოსტოპერაციულ პერიოდში…უკეთებენ გამაყუჩებლებს…ძალიან წუხს და არ ჭამს არაფერს .
დღეს ამოუღეს მილი, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა და მალე უკეთესად იგრძნობს თავს.
ვინც იცნობთ გიოს, გეცოდინებათ როგორი მზრუნველია, როგორ უყვარს სიცოცხლე, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ უყვარს თავისი მეგობარი უფალი და შეუძლებელი იყო ოპერაციის დროს მის “მეგობარს” დაეშვა რამე გართულებულიყო…ყველა ის რისკი, რაზეც ხელი მომაწერინეს და რაც ძალიან გვაშინებდა, არ დაუშვა უფალმა…ნამდვილად დაიმსახურა ეს ჩვენმა სიკეთე ბიჭმა.
“უფალს არ ვთხოვ ჩემს თავზე არაფერსო, ის ხომ ჩემი მეგობარია და არ დაუშვებს რამე დამიშავოსო”, არ ვიცი რა ვთქვა,
წარმოუდგენლად კეთილი გულის მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა ამ თხოვნას შეუსრულებს “მეგობარი უფალი”
თქვენთან კი მხოლოდ ორი თხოვნა გვაქვს, ილოცეთ გიოსთვის რომ ლაბორატორიიდან კარგი პასუხები მოგვივიდეს და მეორე, დაგვეხმარეთ პოსტის გავრცელებაში
წინ რეაბილიტაციის დიდი გზა აქვს გასავლელი, კლინიკაში გატარებული ყველა საათი კოლოსალური თანხები ჯდება და გვჯერა, არც ახლა მიატოვებთ გიოს. სრულიად უცხო ადამიანები გახდით ჩვენთვის სიკეთის გმირები. არ ვკარგავთ თქვენს იმედს, გვჯერა თქვენი სიყვარულის, გვჯერა იმ დადებითი ენერგიების, რასაც გიოსთვის გვიგზავნით და გვჯერა ლოცვის, რომელსაც არ იშურებთ
1 თვის წინ, გიოს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაგვიწერა, ყველამ ჩვენი აგური რომ დავდოთ აუცილებლად ავაშენებთ გიორგისთვის ხიდს ისრაელამდე და კვლავ საქართველოსკენო, ისრაელამდე ნამდვილად ავაშენეთ გზა
მადლიერებით სავსე მაქვს გული
მადლობა, მადლობა, მადლობა
P.S
პირველი ფოტო რეანიმაციაშია, ცოტა შეშუპებული და ჩაპუტკუნებული
მეორე ფოტოში საოპერაციოდ ემზადება, არ იმჩნევს ემოციებს (აქეთ ჩვენ გვამხნევებს დღემდე)”, – წერს მოზარდის დედა.
თიბისი: #GE98TB7222945068100007 საქ.ბანკი: #GE28BG0000000161845873 მიმღები: ნათია ზარიძე (დედა) – ბილაინი/მაგთი საზღვარგარეთიდან დონაცია: https://www.paypal.com/paypalme/natiazaridze
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში&ldqu...
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოგანი და მისი ბრაზილიელი კოლეგა, ჟაირ ბოლსონარუ მზად არიან მოსკოვში ჩავიდნენ, რათა უკრაინაში ომი...
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება, რომ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას ჰპირდება ყველა იმ მოხალისეს, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად წავა. ამასთა...
“ᲩᲕᲔᲜ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲐᲓ ᲐᲦᲕᲐᲓᲒᲔᲜᲗ ᲓᲐ ᲐᲕᲐᲨᲔᲜᲔᲑᲗ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐᲡ. ᲐᲮᲐᲚ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲖᲔ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲗ. ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲛᲙᲐᲤᲘᲝ ᲒᲔᲒᲛᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲨᲔᲘᲛᲣᲨᲐᲕᲔᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲣᲓᲘᲢᲝᲠᲣᲚᲛᲐ ...
უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ფიქრობს, რომ პუტინს შეუძლია, ნაწილობრივ აღიაროს თავისი დამარცხება და რუსებს უთხრას “მიზნების მიღწევაზე“, მაგრამ თუ მას არ სურს ტყუილი...
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. “უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერი...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი შვილის ნათლიის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. „თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრ...
მაისი 2022 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები