0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად.. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის - მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:

 1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;

 2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს); 

3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე; 

4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს - ლონდონი, ვარშავა, კიევი; 

5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის. ამ გზით ივანიშვილი დასავლეთსა და უკრაინას მაინც მოიმადლიერებდა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...