1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიზეზი ცხადია - ვერ შეძლოს სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია, ამიტომ არ უნდა ქონდეს პარლამენტის წევრის სტატუსი - ნიკა გვარამია მელიაზე

ნიკა გვარამია ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტაზე: მიზეზი ცხადია - ვერ შეძლოს სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია, ამიტომ არ უნდა ქონდეს პარლამენტის წევრის სტატუსი (შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს, თვეებია არ უწყვეტენ უფლებამოსილებას).

დაშინებისთვის: დაანახეს, რომ ბევრს თუ იფართხალებს, იმუნიტეტი აღარ აქვს და ეს უნდა ახსოვდეს.

მორალური ასპექტი: ქოცდეპუტატებმა 2ჯერ შეუწყვიტეს იმუნიტეტი და ორჯერ თანხმობა მისცეს მელიას პატიმრობაზე.

ცინიკურად: ეგრე გააგრძელეთ. რაც უარესი, მით უკეთესი. ჭაობში რაც მეტს ფართხალებ, მით უფრო განწირული ხარ.

ანალიტიკურად: რეჟიმი ჩამოინგრა. საერთაშორისო შეფასებებისთვის ერთი თვალის გადავლებითაც ცხადია, რომ პირველივე ტურის შედეგებს ლეგიტიმაცია არ ექნება. წააგებენ მეორე ტურების უმრავლესობას. დაკარგავენ ყველა მსხვილი ქალაქის საკრებულოს.

პერსპექტიულად: პოლიტიკური კრიზისი - საერთაშორისო და შიდაპოლიტიკურ ჭრილში. ოცნების დროშა დაეშვება. ვადამდელი არჩევნები უფრო მალე იქნება, ვიდრე ოპოზიცია ამას გეგმავდა.

დასკვნისთვის: მელია გამარჯვებული დაიდებს ბინას მერიის მეოცე სართულზე. არ ვიცი ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, რუსთავის და თელავის მერიების სართულიანობა, მაგრამ იქაც ვიცი ვინ დაიდებს ბინას - ოპოზიციის შესაბამისი კანდიდატები

უმნიშვნელოვანესი: სააკაშვილი გამოვა გამარჯვებული, და შეიძენს კიდევ უფრო დიდ მასშტაბს საერთაშორისო, რეგიონალურ და შიდა პოლიტიკურ ჭრილში. დამშვიდობებისთვის: ნახვამდის, ქართულო ოცნებავ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები